#4824976 · 15 Feb 2007, 19:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. სტრუქტურა. ინფორმაცია ჩაყრილია და მოუწესრიგებელი
2. მთავარი აბრა (ბავშვი რომაა წამოსკუპებული)
ა. რუკა და არა რუქა ბ. ხარვეზებითაა სავსე. ის ნარინჯისფერი გასასწორებელია
3. და მთავარი: რა ენაზე საუბრობთ სამინისტროში? ეს ქართული არაა. უმეტეს შემთხვევაში გაუგებარია, რისი თქმა გსურთ. გატენილია ნაკლული ასოებითა და კორექტურული შეცდომებით 4. გადაწყვიტეთ, pdf უნდა მიებას ხოლმე ინფორმაციას თუ word ფაილი. ისე კი, ორი წინადადებისთვის სჯობს, ახალი გვერდი გაიხსნას, ვიდრე ფაილები მიაბათ, თუ განცხადების ფორმას ან რამე დოკუმენტს არ შეიცავს 5. სხვადასხვა განცხადებებს შორის რაიმე ზღვარი მაინც დადეთ. ცოტა უკეთ გამოყავით - ან შევთანხმდეთ, რამდენი სტრიქონი უნდა იყოს გამოტოვებული თვითეულ განცხადებას შორის.
მოკლედ, საიტს მიხედეთ, რადგაც ინფორმაციას მართლაც შეიცავს და მეტი პატივი ეცით მკითხველს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთათვის გაუგებარია ეს ენა.
This post has been edited by Antigone on 15 Feb 2007, 20:00
--------------------
|