ქართულ არხებზე ძალიან მომრავლდა სერიალები.
ერთი მთავრდება- მეორე იწყება..
ერთზე მთავრდება-მეორეზე იწყება...
რამდენიმე ამბავი:
***
ერთ ჩვეულებრივ, ან არც ისე ჩვეულებრივ ოჯახში პატრული გამოიძახეს.
საქმე შემდეგში ყოფილა. სახლში მოსულ, დაღლილ, ან იქნებ მთვრალ ქმარს, ცოლი საჭმელს არ უმზადებდა.
მიზეზი ის იყო, რომ სერიალებს უყურებდა და სადილის მოსამზადებლად ვერ იცლიდა.
ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღეს, ქმარმა ცოლისთვის დედის მუ$#ის გინება გადაწყვიტა. ბევრი არ უფიქრია, აგინა და ცოლის დედის მუ#$ელს სერიალის გმირების დედის მუ#$ებიც მიაყოლა.
ცოლი ქმარს უჩიოდა, დედაჩემს და ხუან კარლოს ფერნანდოს რაღას ერჩოდაო...
***
ერთ ერთ მექსიკურ სერიალის მთავარ გმირზე, ძალზედ შეყვარებულნი ყოფილან, ერთ ერთი ქართული ბაზრობის გამყიდველი ქართველივე ქალები. ჟურნალისტთა დახმარებით, რომლებიც ზემოთხსენებულ მსახიობთან ინტერვიუს ასაღებად ჩავიდნენ, ფანებმა გმირს საჩუქრად წინდის-ჩვენში უფრო-ნასკად ცნობილის სულ ახალი, შესაბამისად-უხმარი წყვილი გაუგზავნეს. მსახიობი მეტად გაუხარებია მოულოდნელ საჩუქარს. ფანები ხომ სიხარულით აღარ იყვნენ-მათ საყვარელ გმირს ახალ სერიალში მათი ნაჩუქარი წინდა-ნასკად წოდებული ეცმებოდა.
სერიალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა ახალგაზრდობაც.
თითქმის ყოველდღე საუბრობენ
"ლოსთის" შესახებ ჩემი ჯგუფელები, განიხილავენ მომხდარს, ცდილობენ იწინასწარმეტყველონ რა მოხდება შემდეგში, წუხილით აღნიშნავენ, რომ ვარეზ საიტებზე აღარაა ხელმისაწვდომი ზემოთაღნიშნული სერიალი და გულისფანცქალით ელიან დღეში ერთადერთ სერიას, ერთადერთ ქართულ არხზე.