sosoatisMEGAმეც პირადი გამოცდილებიდან დავწერ მაშინ

2 წელი მყავდა BMW 320d და ვასხავდი გადაბმულად რომპეტროლის FX საც და ლუკოილსაც და სხვებიც მაქვს ნაცადი.
ყველა დიზელი ამ ორის გარდა არი ნაგავი.
რომპეტროლის FX-ზე მანქანას ხმა ემატებოდა, უფრო რაკრაკებდა და სუნი ჰქონდა მარა ზატო იწევდა მაგრად.
ლუკოილზე წყნარად მუშაობდა და სუნიც ნაკლები ჰქონდა, მაგრამ ისე ვერ იწევდა როგორც FX.
დასკვნა, თუ ვინმესთან დადგომას აპირებ, ან ქორწილში მიდიხარ ჯობია FX ჩაასხა. ძვირი ღირს და პრაზნიკებზე იხმარ რა

დანარჩენი კიდე ლუკოილის ევრო დიზელი ღირს 1.35 და 100 ლიტრზე მეტს თუ იყიდი გამოგივა 1.25
შესაბამისად ჩემის აზრით ლუკოილის გარდა სხვა ალტერნატივა არაა. რატო უნდა ასხა FX 1.65-ად როცა 40 თეთრს გაძლევს ლიტრაზე სხვაობას?
30% პატარა შეღავათი არაა. 15 ლარის ლუკოილის ევრო დიზელით და 20 ლარის რომპეტროლის FX-ით ერთ მანძილს გაივლი.
თვეში უკვე დიდ სხვაობას მოგცემს. ასე რომ ჩემი რჩევაა ლუკოილ და დღესასწაულებზე FX