
მთავარ როლებში:
სოფიო ჭიაურელი, ლეილა აბაშიძე, გიორგი შენგელაია და გოჩა აბაშიძე
რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
ფილმის ლინკები:
ქართული კინოს ისტორიაIMDBBritish Film InstituteEuropa CinemasČesko-Slovenská filmová databáze Filme von A-ZFilmweb.plWikipedia.ruKatalog.artfilm.czროლებში: დუდუხანა წეროძე, ლეო ფილფანი, კაკო კვანტალიანი, თამარ წულუკიძე, მაკა მახარაძე, ნანი ჩიქვინიძე ...
და
სესილია თაყაიშვილი
სცენარი: გიორგი მდივანი
ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მუსიკა: არჩილ კერესელიძე
მხატვარი: გივი გიგაური, კახი ხიციშვილი




AKA სათაურები
In Our Courtyard
Our Courtyard
Our Yard
Immer wenn es Tag wird
Náš dvůr
Nash dvor
Наш двор
Na naszum podworku
სინოფისი:
ფილმი იმდენად ცნობილია ყველასთვის მოყოლას აზრი არა აქვს.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული კინოდრამა სსრკ-ს კინოისტორიიდან. რომელსაც მიუხედავად დიდი ასაკისა - 50 წელი, ფერი არ შეცვლია.
გენიალური ვერიკოს და მიშას ახტაჯანა გოგოს, სოფიოს მიყავს პარადი თავის პირველ ფილმში. ისევე როგორც სხვა ფილმებში, ქ-ნი ჭიაურელი თამაშობს საკუთარ თავს - სსრკ'ს უდარდელ პრინცესას.
და ამას როგორც ყოველთვის აკეთებს ისეთი უშუალობით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, და უბრალოთ რომ ვთქვათ გემრიელად. რომ მისი კალიბრის სხვა ინტროვენტულ დივებს - ჟანა მორო, იზაბელ იუპერი, მონიკა ვიტი მხოლოდ შეშურდებათ მისი.
ფილმის გამოსვლის დროს ქ-ნი აბაშიძე სსრკ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოვარსკვლავი იყო. ძალიან იშვიათია, როცა ამ დონის ცნობილი სახე თანხმდებოდეს მეორეხასისხოვან როლს. რასაც ის როგორც ყოველთვის ატარებს უმაღლეს კინომატოგრაფიულ დონეზე.
საკმარისია ლეილა აბაშიძის რამოდენიმე გამოხედვა, რათა მაყურებელმა იგრძნოს მისი გმირი, მანანას სულიერი მარტოობა და ობლობა. რომ არაფერი არ ვთქვათ მის თვალებზე. რომლის ერთი მზერაც კი მთელ ფილმს ყვება.
დაუვიწყარია კიდევ სხვა გენიოსი მშობლების შთამომავლის, გიორგი შენგელაიას Singin' in the Rain. რასაც ის ბროდუეის დაობებული მიუზიკლისგან გასხვავებით, არაჩვეულებრივი ცეცხლოვანებით ასრულებს.
გოჩა აბაშიძე. გარდა იმისა რომ ის იყო უნიჭიერესი კინომსახიობი, ეკრანს უყვარს ის. იშვიათია მსახიობი, რომელიც ასე გრძნობდეს კამერას და ყოველ კადრში დაუვიწყარი იყოს.
ფილმში მონაწილეობს ასევე სხვა ბევრი დაუვიწყარი მსახიობი.
მაგრამ მთელ შოუს იპარავს ერთადერთი და განუმეორებელი სესილია. თავისი ორად-ორი სცენით ეზოში მანქანებთან, ის ატარებს სამსახიობო კლასის ისეთ ეფექტურ სკოლას, რომ მისი პერსონაჟის სიტყვების ნებისმიერ დროს გახსენებაზე შეუძლებელია, რომ არ ახარხარდე.
ფილმის გადმოწერა და ნახვა-
RutreckerYoutube-RUSYoutube-GEO This post has been edited by Andy Warhol on 13 Apr 2015, 15:00