http://en.wikipedia.org/wiki/Water_fastinghttp://www.gq.com/life/fitness/201311/six-...water-fast-diet საერთოდ სკეპტიკურად ვარ ყველანაირი ეზოთერიკული, ნატუროპათიული და ნიუ ეიჯ მედიცინის მიმართ, მაგრამ 'წყლით განწმენდა' მართლაც შემთხვევით აღმოვაჩინე (ალკოჰოლური დეტოქსის პირობებში). პრინციპი მარტივია: გარკვეული პერიოდის მანძილზე ერთადერთი რასაც მიიღებთ არის წყალი, არაფერი სხვა. ეს არ არის წონაში დასაკლები დიეტა (დიეტა საერთოდ არ არის, უდიეტობაა უფრო . თუმცა ამ მხრივ ძალიან დიდი შედეგი შეიძლება მიიღოს ზოგმა). წყლით განწმენდის მთავარი დანიშნულება არის ორგანიზმის დასვენება, თვითშეგრძნების ამაღლება და საკუთარი იმპულსების უკეთესად ფლობა. 48-საათიანი შესრულებული მაქვს მე რამდენჯერმე და ამ თვეში მინდა 3-დღიანიც შევასრულო.
პირადი გამოცდილება: შეიძლება პლაცებო ეფექტია, მაგრამ პირველი 20-24 საათის შემდეგ, როდესაც შიმშილს ეგუება ორგანიზმი, შიმშილისგან გამოწვეული დისკომფორტი უკანა პლანზე გადადის. მომენტებში შეიძლება იყოს ოდნავი თავბრუსხვევა, მაგრამ როგორც წესი ერთი ჭიქა წყალი მოხსნის ამას. ასევე შეიძლება უცებ იგრძნოთ ენერგიის მომატებაც, მაგრამ ამ დროს არ ღირს ენერგიის დახარჯვა, იმიტომ რომ რამდენიმე საათში უკუეფექტი შეიძლება მოყვეს ამას (ანუ უენერგიობა და უარეს შემთხვევაში დაბალი წნევა).
ჩემნაირი დამწყებებისთვის 2-3 დღეზე მეტი არ არის რეკომედირებული. თუ მეტის გაქაჩვა უნდა ადამიანს, მანამდე ექიმთან ღირს შემოწმება იმის დასადგენად, თუ უწყობს ჯანმრთელობა ამისთვის ხელს.
This post has been edited by Ar-Pharazôn on 5 Jan 2015, 04:29
მიმაგრებული სურათი