ამის დაპოსტვა მინდოდა და სანამ ვწერდი მანამდე თემა დახურეს
Illuminatiჭეშმარიტი ილუმინატის ღაღადი მესმის

თუმცა საკითხს შენც ცალმხრივად უდგები

მონოთეისტური რელიგია არაფერ შუაშია, მან მხოლოდ ქალის სუბორდინაცია შემდეგ საფეხურზე აიყვანა. მაგალითები არამონოთეისტური რელიგიებისა სადაც ქალი დომინირებულ როლს თამაშობს: ძველი საბერძნეთი, რომელიც შენთვის ქალღმერთების ნოსტალგიას აღძრავს, ქალებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, პლიუს მსახიობი ქალი არ შეიძლება ყოფილიყო. დღევანდელი ინდოეთი, სადაც ქალები მეტისმეტად კონსერვატული ზედაწოლის ქვეშ არიან. იაპონია, გეიშები, თავჩაღუნული და თითქმის მონად ქცეული ქალები ალბათ ყველამ იცით.
და საერთოდ, ქალების ასეთი როლი თავიდან პატრიარქატის არსებობით იყო გამოწვეული, სადაც კაცი იყო რაც იყო, ქალი მხოლოდ 'ნანადირევს' ან 'ტკბობის' საშუალებას წარმოადგენდა. ქრისტიანობამ მხოლოდ თავშეკავების ელემენტი დაუმატა, სადაც ქალი ხორციელი ცდუნების წყაროდ იყო მიჩნეული. სხვათაშორის, ქალი კუდიანების მითი ქრისტიანობამდე ადრე წარმოიშვა. ქრისტიანულმა ეკლესიამ ბრმად აიღო და ქალებს დევნა და ცეცხლზე შეწვა დაუწყო.
მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ქრისტიანობის დასაცავად ის მინდა ვთქვა რომ, ქალს, ზოგიერთ შემთხვევაში, მონის სტატუსი მოაშორა, ქრისტემ მარია მაგდალინელს ('უწმინდურს') ფეხები დაბანა და ამით ყველას აჩვენა ყველა ადამიანი თანაბარია. ქალღმერთი გინდა? ღვთისმშობელი, წმინდა ნინო, ქეთევანი, თამარი.. თუ მაინცდამაინც მშვილდი უნდა ქონდეს გადაკიდებული, როგორც დალის ან არტემიდეს?
Always Remember You are Unique; Just Like Everyone Else.