აქა ამბავი გლობალის გათიშვისა კავკაზუსისა გადმოცემითა:©კავკაზუსის მომსახურების ცხელი ხაზი

ზაფხულის ერთი მზიანი დილა იყო,როცა თურქეთ საბერძნეთის საზღვარზე მდებარე ერთ პატარა სოფელში ადგილობრივი დამსახურებული მეფორთოხლის ძია საკის ჯიანოპულოსის სახლში მაღვიძარამ დარეკა,ბიძია საკისმა ნელ-ნელა გაახილა თვალი და ასევე ნელ ნელა წამოდგა,ტანთ ჩაიცვა და ფანჯრიდან ფორთოხლებს გადახედა და გულში გაიფიქრა ამ ჩემს ფორთოხლებს გასხვლა არ აწყენდაო და ვინაიდან თვითონ ხეების გასხვლა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა ამიტომაც შვილს დაუძახა:
-ნიკოს, ფორთოხლების გასხვლის დროა!
მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო მაშინღა გაახსენდა რომ მისი ვაჟიშვილი სწორედ გუშინ წავიდა საქორწინო მოგზაურობაში,ძია საკისმა გემრიელად შეიკურთხა,აიღო ხეების სასხლავი მაკრატელი და ბაღში ჩავიდა რათა თვითონ გაესხლა ფორთოხლები,მიიდგა კიბე და შეუდგა ხეების სხვლას,გადაჭრა ერთი ტოტი,ორი,სამი და უცებ ჩხაკ! და ინტერნეტის კაბელიც მიაყოლა და მყისვე უინტერნეტოდ დატოვა მთელი გურჯისტანი,დაასლოკინა კიდევაც,სინდისის ქენჯნაც დაეწყო მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდა გარდა ერთისა კაბელისთვის სასწრაფოდ რამე უნდა ექნა შარში რომ არ გახვეულიყო და ის ასეც მოიქცა! სასწრაფოდ გამოიტანა სახლიდან სკოტჩი და კაბელი შეაწება თავისი ჭკუით და თავის საქმე განაგრძო...
ამ დროს კი გურჯისტანში რიგითი წოწისტი მიჯდარიყო და გემრიელ მოკითხვას უთვლიდა ძია საკისის,მისი ფორთოხლების და ინტერნეტ პროვაიდერის დედებს
ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა ფქვილი აქა,სულ ეს იყო

...და ესე არს ნაყოფი ჩემი ფანტაზიისა გლობალისა გათიშვისა ჟამს როცა გლობალი სასწრაფოდ მჭირდებოდა ნამუშევრის გასაგზავნად უცხოეთში

P.S.აცოცხლეთ რა ეს თემა ცოტა ხანს პაწა გულს მოვიოხებ
This post has been edited by salvatore on 1 Mar 2007, 17:37
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.