2013 წამეტ წელს ჯვარს მაცვით და ფეხბურთის უცოდინაი მეძახეთ "გენიოსებმა" ამ თემის გამო:
სად იქნება ქართული ფეხბურთი 3 წლის შემდეგ?წლების შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ჩემი პროგნოზი ნეგატიური კი არა, რეალუსტური + რაღაც ნაწილებში ოპტიმისტურიც კი ყოფილა.
ამ პოსტის მერე 5 წელზე მეტი გავიდა და ახალი ფორქასთის დროა.
ფეხბურთის ფედერაცია კობიაშვილი ისევ პოსტზე იქნება. თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ამხელა რესურს ეფექტურად ვერ გამოიყენებენ, შესაბამისად, არანაირი რევოლუციური ცვლილებები და ირმის ნახტომი არ იქნება.
ელიგა სახელმწიფო სახსრების არაეფექტურად გამოყენების გამო ელიგის ბიუჯეტს სერიოზული სეკვესტრი არ აცდება. მიმდინარე დონეც კი ქვემოთ წავა.
ეროვნული ნაკრებიერთა ლიგას ვერ მოვიგებთ. მაქსიმუმ ფინალში გასვლა. შესაბამისად, ვაისი წავა სახლში და ვიტრიალებთ ახალ წრეზე. ევროპის საკვალიფაიკაციოზე (2020) კი როგორც ყოველთვის ქვემოთ ვიქნებით, დავიკავებთ ბოლოსწინა ადგილს და გადავუსწრებთ მხოლოდ გიბრალტარს. 1-2 მატჩში გვექნება გამონათება, მაგალითად ფრე სახლში შვეიცარიასთან.
ფეხბურთელებილორია - ითამაშებს საქ. ჩემპიონატში ან მაქსიმუმ ყაზახები ან რუსეთის პირველი ლიგა. დაასრულებს კარიერას 34-35 წლამდე
რევიშვილი - მაქსიმუმ რუსეთის პირველი ლიგა. დაასრულებს კარიერას 34-35 წლამდე
კაკაბაძე - ვერ გაცდება შვეიცარიის ჩემპიონატის და ლუცერნის დონეს. მეტი პროგრესი აღარ ექნება
კვირკველია - ვერ გაცდება რუსეთის ჩემპიონატს. ითამაშებს ლოკოში 1-2 სეზონი, შემდეგ როტაცია შეეხება
კაშია - სავარაუდოდ ამერიკაშივე დაასრულებს კარიერას. ბოლო წლებში სკამზე გადაინაცვლებს და ეს იქნება კარიერის დასასრულისკებ ბიძგი
ხოჭოლავა - ეს ყველაზე უპროგნოზო ფეხბურთელია. სავარაუდოდ იგივე დონეზე დარჩება შახტარში ან გაანათხოვრებენ 5-ეუილის გუნდში
ნავალოვსკი - 1 წელში ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ. საქართველოში დაასრულებს კარიერას 34-35 წლამდე
ტაბიძე - დარჩება რუსეთში. დიდი არანაირ პროგრესი. უმაღლესი ლიგის სერედნიაკებში იტრიალებს. ნაკრების ძირითადში მარცხენა ფლანგს დაიკავებს მომავალ წელს
ჯაბა - ყაზახეთში დაასრულებს კარიერას 34-35 წლამდე. ჯიგარი დარჩება. მაგრამ სისწრაფე მოაკლდება ძალიან და ნაკრებშიც დაკარგავს ძირითადს 2 წელში მაქსიმუმ
გვილია - ასეთი პროგრესი და ასეთი რეგრესი ერთდროულად არ მინახავს. გამოუშვენენ იქიდან სადაც არის და შესაძლოა ყაზახეთის გზას დაადგეს. ნაკრების მუდმივი წევრი აღარ იქნება
კვეკვესკირი - ყაზახეთში დარჩება. ნელნელა მოუკლებს
ჯანო - სცენარი ისეთივე იქნება როგორც წინა წლებში. ტრავმები, სკამი და შესაძლოა გაყიდვა ან განათხოვრება რესეთის 10-ეულის გუნდში
ოქრი - ძველ ცოდვებს და არაპროფესიონალიზმს ვერ აბალანსებს პერიოდული პროფესიონალური "გამოფხიზლებელი". სადაც არის იქიდაც გაუშვებენ და მერე ბ.მამუკა ატარებს კარუსელზე
ვაკო - ჰოლივუდიდან ეგ წამსვლელი არსად არის. 2-3 წელში მობეზრდება წინ და უკან ფრენა და დაასრულებს სანაკრები კარიერას
ჭანტურა - ერთ სეზონში 5 მატჩს ვერ ჩაატარებს გადაბმულად. წავა რეგრესში და ბ. მამუკა მოკიდევს ხელს და აურებს ბილეთს ყახაზეთისკენ
არაბიძე - ევროპიდან დაბრუნდება რუსეთ/ყაზახეთში. რუსეთის შემთხვევაში 1 ლიგა
მერება - შემდეგ თამაშებს ჩააგდებს და დაეხურება ნაკრების კარი
პაპუნაშვილი - ვერ ჩაჯდება ნაკრების ძირითადში. კლუბშიც არასტაბილური იქნება ტრავმების გამო. შესაძლოა გაანათხოვრონ
კიტეიშვილი - ექნება პროგრესი და სტაბილურად ჩაჯდება მისი დონის კლუბში/ჩემპიონატში. საორიენტაციოდ ჰოლანდიის, ბელგიის ან ავსტრიის ტოპებში. ნაკრებში 1 წელში ძირითადის შეცუვლელი წევრი იქნება
ხარაიშვილი - ამაზეც იგივე რაც კიტეიშვილზე
ოქროს ბიჭი (ჩაკვეტა): ვიმედოვნებ და ვუსურვებ საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთეი გახდეს
დანარჩენი თქვენ წერეთ.
This post has been edited by მ.დ.უ on 9 Dec 2018, 10:28