maxo127
უმემბერესი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3380
წევრი No.: 1313
რეგისტრ.: 10-October 02
|
#4947646 · 2 Mar 2007, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რავი დიდი ტექსტია. ვნახო აბა რა გამოვა
როგორ დავსვათ შეკითხვა სათაო გვერდზე ერიქ სთივენ რეიმონდი (Eric Steven Raymond) სტატიის ორიგინალი (English)
მთარგმნელისაგან Thyrsus Enterprises
<esr@thyrsus.com> რიქ მოენი (Rick Moen)
<respond-auto@linuxmafia.com> Copyright © 2001,2006 Eric S. Raymond, Rick Moen ისტორია ვერსია 3.3 29 Sep 2006 esr კაი ნიგერმანის (Kai Niggemann) რჩევებით ვერსია 3.2 10 Jan 2006 esr რიქ მოენის (Rick Moen) შესწორებებით. ვერსია 3.1 28 Oct 2004 esr დოკუმენტი "გუგლი შენი მეგობარია". ვერსია 3.0 2 Feb 2004 esr ვებ-ფორუმების ეტიკეტი. სარჩევი თარგმანები ვალდებულებები შესავალი სანამ კითხვას დასვამთ შეკითხვის დასმისას შეარჩიეთ შესაბამისი ფორუმი Web და IRC ფორუმები დამწყებთათვის - ყველაზე სწრაფი საშუალება შემდეგი ნაბიჯი: პროექტის მეილინგ-ლისტი (დაგზავნები) თემის სათაური - მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს გაუადვილეთ მსურველს პასუხის გაცემა წერეთ უშეცდომოდ, ნათელი, გამართული ფრაზებით შეარჩიეთ გავრცელებული, სტანდარტული ფორმატი აღწერეთ პრობლემა ზუსტად და დაწვრილებით მრავალსიტყვაობა - ეს ჯერ კიდევ არ არის დაწვრილებით აღწერა ნუ დაიწყებთ მტკიცებას, რომ აღმოაჩინეთ შეცდომა წუწუნსა და თავის შეცოდებას სჯობს შეძლებისდაგვარად გაერკვეთ პრობლემაში აღწერეთ პრობლემის სიმპტომები და არა თქვენი შთაბეჭდილებები აღწერეთ სიმპტომების წარმოშობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა აღწერეთ თქვენი საბოლოო მიზანი, და არა კონკრეტული ეტაპი არ მოითხოვოთ გიპასუხონ ელფოსტაზე დასვით შეკითხვა მკაფიოდ და გასაგებად არ მოთხოვოთ სხვებს თქვენი საშინაო დავალების შესრულება მოერიდეთ უაზრო შეკითხვებს ნუ დაარქმევთ შეკითხვას "სასწრაფოს", თუნდაც ის თქვენთვის მართლაც სასწრაფო იყოს თავაზიანობა არასოდეს არ არის მავნებელი, უფრო ხშირად კი სასარგებლოა აცნობეთ მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის შესახებ RTFM და STFW: ეს როგორ გავიგოთ? თუ რამე გაუგებარია როცა უხეშად იქცევიან ნუ ავარდებით კითხვები, რომელიც არ უნდა დასვათ კარგი და ცუდი კითხვები თუ პასუხს ვერ ღებულობთ როგორ ვუპასუხოთ? სასარგებლო რესურსები მადლობა თანამშრომლობისათვის თარგმანები თარგმნილია შემდეგ ენებზე: Bahasa Indonesian Brazilo-Portuguese Chinese Czech Danish Estonian Finnish French German Hebrew Hungarian Italian Japanese Polish Portuguese Romanian Russian Serbian Spanish Swedish Turkish. თუ გსურთ ამ დოკუმენტის კოპირება, არეკვლა, თარგმნა ან ციტირება, გაეცანით ამ წესებს. ვალდებულებები Many project websites link to this document in their sections on how to get help. That's fine, it's the use we intended — but if you are a webmaster creating such a link for your project page, please display prominently near the link notice that we are not a help desk for your project! We have learned the hard way that without such a notice, we will repeatedly be pestered by idiots who think having published this document makes it our job to solve all the world's technical problems. If you're reading this document because you need help, and you walk away with the impression you can get it directly from the authors, you are one of the idiots in question. Don't ask us questions. We'll just ignore you. We are here to show you how to get help from people who actually know about the software or hardware you're dealing with, but 99% of the time that will not be us. Unless you know for certain that one of the authors is an expert on what you're dealing with, leave us alone and everybody will be happier. შესავალი ჰაკერთა სამყაროში, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხის ფორმა დამოკიდებულია როგორც შეკითხვის სირთულეზე, ასევე თქვენს მიერ კითხვის დასმის ფორმაზე. ეს სახელმძღვანელო დაგვეხმარება ვისწავლოთ შეკითხვის ფორმულირება ისე, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების ალბათობა. ჩვენს დროში, როცა თავისუფალმა პროგრამირებამ ფართო გავრცელება ჰპოვა, თქვენ ხშირად სხვა, უფრო გამოცდილი მომხმარებლებისაგან ისევე შეგიძლიათ მიიღოთ კომპეტენტური პასუხი, როგორც ჰაკერებისაგან. ეს კარგია: მომხმარებლები უფრო დიდ მოთმინებას იჩენენ დამწყებთა გულუბრყვილო შეცდომების მიმართ. ხოლო, ჩვენს მიერ რეკომენდებული ფორმებით შეკითხვების დასმა უზრუნველყოფს მათგან მაქსიმალურად სასარგებლო პასუხების მიღებას. უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰაკერებს უყვართ შეკითხვები დაწვრილებით აღწერილი რთული პრობლემებით, ეს რომ ასე არ იყოს, რაღა ჰაკერები ვიქნებოდით! თუ შენ დასვამ საინტერესო შეკითხვას, რომელიც საგონებელში ჩაგვაგდებს, მადლობელიც დაგრჩებით. კარგი შეკითხვა – სტიმულია და საჩუქარი. კარგი კითხვები გვეხმარება გავაღრმაოთ ჩვენი ცოდნა და ხშირად წარმოაჩენენ ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დაგვრჩენოდა ან არ დავფიქრებულიყავით ამაზე. “კარგი შეკითხვაა” – ჰაკერისაგან ასეთი რამ ნამდვილი კომპლიმენტია. მიუხედავად ამისა, ჰაკერებს აქვთ ისეთი რეპუტაცია, თითქოს მარტივ შეკითხვებს უყურებდნენ ქედმაღლურად და მტრულადაც კი, თითქოს ჩვენ უხეშები ვართ დამწყებებთან და აგდებულად ვეკიდებით მათ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ მართლაც ვერ ვიტანთ ისეთ ხალხს, რომელთაც ფიქრსა და სწავლას ურჩევნიათ სხვას აკეთებინონ თავიანთი საქმე. ასეთი ხალხი მხოლოდ დროს გვაკარგვინებს – ისინი იღებენ და არაფერს იძლევიან სამაგიეროს, და მიაქვთ დრო, რომლის გამოყენება შეიძლებოდა უფრო საინტერესო პრობლემის გადასაწყვეტად ან იმის დასახმარებლად, ვინც უფრო ღირსია დახმარებისა. ასეთებს ჩვენ ვეძახით ხელმოცარულებს - “ლოსერს” (“losers”), ზოგჯერ კი “ლუსერს” (“lusers”)– ანუ ხელმოცარულ მომხმარებლებს. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი გამოიყენებს ჩვენს დაწერილ პროგრამებს ისე, რომ არ დაინტერესდება ტექნიკურ დეტალებში წვდომით. ხალხის უმრავლესობისათვის კომპიუტერი ინსტრუმენტია, საშუალება რაღაცის მისაღწევად. მათ სხვა საინტერსო საქმეები აქვთ და სხვა პრობლემებს წყვეტენ. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და სულაც არ მოველით, რომ ყველა დაინტერესდება იმ ტექნიკური წვრილმანებით, რომლებშიც ჩვენ ასე ვართ ჩაფლულნი, მაგრამ სამაგიეროდ პასუხის გაცემის ჩვენეული სტილი მორგებულია სწორედ ისეთებზე, ვისაც აინტერესებს ეს, და ვინც მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს პრობლემის კვლევასა და გადაწყვეტაში. ეს ასეა და ასე იქნება. ასეა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ეფექტურად ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც სხვებზე კარგად სწორედ ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ (ძირითადად) მოხალისეები ვართ. ამ დაძაბულ ცხოვრებას ჩვენ უნდა გამოვტაცოთ დრო იმისათვის, რომ კითხვებს პასუხი გავცეთ, მაგრამ ეს დრო ყოველთვის საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში გვიწევს შეკითხვათა ნიაღვრის უმოწყალოდ გაფილტრვა, კერძოდ კი იმ ხელმოცარულთა შეკითხვების იგნორირება, რათა მოვახერხოთ მეტი დრო დავუთმოთ სხვებს, ვინც მეტი მოინდომა და მეტსაც მიაღწია. ეს არ არის ქედმაღლური ან აგდებული დამოკიდებულების შედეგი. ჩვენ არც მოვითხოვთ ვინმესგან ჩვენით აღფრთოვანებული იყოს. სინამდვილეში უმეტესობა ჩვენგანი სიხარულით დათანხმდება მიგიღოთ, როგორც თანასწორი, მიგიღოთ ჩვენს წრეში, თუ თქვენც არ დაიშურებთ ამისათვის შესაბამის ძალისხმევას. მაგრამ ჩვენი მხრიდან უბრალოდ გაუმართლებელი იქნებოდა დავეხმაროთ მათ, ვინც არ ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს. ასეთი სჯობს ფეხებზე დაიკიდო, ვიდრე სულელობანა ეთამაშო. მოკლედ, ჩვენი ყურადღების მისაპყრობად სულაც არაა აუცილებელი იყოთ კომპეტენტური, მაგრამ აუცილებელია იმ თვისებების დემონსტრირება, რომლებიც მიგიყვანთ კომპეტენტურობასთან – ყურადღებიანობა, დაფიქრებულობა, დაკვირვებულობა, პრობლემის გადაწყვეტაში აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა. თუ ასეთი მოთხოვნები თქვენთვის აუტანელია, მაშინ ჩვენ გირჩევთ გადაუხადოთ ვინმეს და მიიღოთ ფასიანი მხარდაჭერა, ვიდრე ჰაკერებს სთხოვოთ უფასოდ წყვიტონ თქვენი პრობლემები თქვენს ნაცვლად.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოგვმართოთ დახმარებისათვის, ეცადეთ არ გამოიყურებოდეთ, როგორც ხელმოცარული. ყველაზე სწრაფ და ამომწურავ პასუხს მიიღებს ჭკვიანი, თავის თავში დარწმუნებული და საქმეში ჩახედული ადამიანი, რომელსაც რაღაც კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში დასჭირდა დახმარება.
(მივესალმებით თქვენი მხრიდან დამატებებს. წინადადებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართებზე esr@thyrsus.com ან respond-auto@linuxmafia.com. გაითვალისწინეთ, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს ქსელური ეტიკეტის (მას ნეტიკეტს - netiquette- ეძახიან) სახელმძღვანელოს, ამიტომ არ იქნება გათვალისწინებული შენიშვნები, რომელიც არ ეხება უშუალოდ ტექნიკურ ფორუმებზე დახმარების მიღების საკითხებს)
სანამ კითხვას დასვამთ სანამ დასვამდეთ შეკითხვას ელფოსტით, სიახლეებში (newsgroup) ან ვებსაიტის ჩატ-გვერდზე, არ დაიზაროთ ამის გაკეთება: 1. სცადეთ იპოვოთ თქვენი შეკითხვის პასუხი იმ ფორუმის არქივებში, სადაც შეკითხვის დაპოსტვას აპირებთ. 2. სცადეთ იპოვოთ პასუხი ვებში (ინტერნეტში) ძებნის საშუალებებით. 3. სცადეთ იპოვოთ პასუხი პრობლემური პროგრამის ან მოწყობილობის სახელმძღვანელოში. 4. სცადეთ იპოვოთ პასუხი კითხვა-პასუხებში (FAQ). 5. სცადეთ იპოვოთ პასუხი ექსპერიმენტებითა და შემოწმებებით. 6. შეეკითხეთ უფრო გამოცდილ მეგობრებს. 7. თუ პროგრამისტი ხართ, სცადეთ იპოვოთ პასუხი წყარო-კოდის (source code) საშუალებით. თქვენს დასმულ შეკითხვაში აჩვენეთ, რომ ეს პუნქტები შესრულებული გაქვთ; ამით სხვები დაინახავენ, რომ თქვენ არ დაიზარეთ ამ საკითხის დამუშავება და ხალისით დაგეხმარებიან. კიდევ უკეთესი, თუ მიუთითებთ, თუ რა აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ ამ საკითხზე მუშაობისას. ჰაკერები სიამოვნებით პასუხობენ იმ ხალხის შეკითხვებს, ვისაც პასუხის გაგება შეუძლია. თუ თქვენ ღებულობთ შეტყობინებას შეცდომის შესახებ, სცადეთ ამ შეცდომის ტექსტის გამოყენება Google-ს მსგავსი საშუალებებით პასუხის მისაღებად (ეძებეთ არა მხოლოდ ვებში, არამედ ჯგუფებშიც Google groups). საძიებო სისტემებმა შეიძლება გაპოვნინონ დოკუმენტი თქვენი ან ანალოგიური პრობლემის აღწერილობით. თუნდაც რომ ვერ იპოვოთ, როცა თქვენ იტყვით, რომ ეძებდით ამა და ამ ფრაზას გუგლით, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ პასუხი ელფოსტით ან სხვა მეთოდით თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტში ძებნის უშედეგობა იქნება ნაჩვენები.
დაუთმეთ დრო პრობლემას. არ გეგონოთ, რომ რთული პრობლემის გადაწყვეტა რამდენიმე წამში შეიძლება, ან მხოლოდ გუგლით ძებნით. ყურადღებით წაიკითხეთ კითხვა-პასუხები - FAQ–ები, შეისვენეთ და ხელახლა დაუბრუნდით პრობლემას, სანამ ექსპერტებს მოუხმობდეთ საშველად. გვერწმუნეთ, თქვენი შეკითხვების მიხედვით სპეციალისტებს შეუძლიათ გაარკვიონ, თუ რა რესურსები მოანდომეთ თქვენ ამ პრობლემის გადაწყვეტას, და უფრო ხალისით დაგეხმარებიან, თუ აღმოჩნდა რომ თქვენ არ დაგიშურებიათ ძალ-ღონე. არ არის სწორი შეკითხვები დააყაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხის ძებნის პირველივე მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, ან პირიქით – ძალიან ბევრი პასუხი გამოყარა. მოამზადეთ შეკითხვა. ზედაპირულ შეკითხვაზე ზედაპირულ პასუხს მიიღებთ, ან საერთოდ ვერ მიიღებთ. რაც უფრო ნაჩვენები იქნება პრობლემაზე თქვენი ფიქრისა და მუშაობის ნიშნები, მით მეტი შანსია მიიღოთ დახმარება. მოერიდეთ არასწორ შეკითხვებს. თუ თქვენს შეკითხვაში არ სჩანს თქვენთვის სინტერესო საკითხი, მისტერ ჰაკერი იფიქრებს “რა სულელური კითხვაა...” და გიპასუხებთ სწორედ იმ კითხვაზე რაც დასვით, იმის იმედით, რომ ასეთი პასუხის მიღების შედეგად კითხვის დასმას მაინც ისწავლით. არ იფიქროთ, რომ ვინმე ვალდებულია გიპასუხოთ. არვინ არ არის ვალდებული. თქვენ ამაში ხომ ფული არა გაქვთ გადახდილი. თუ თქვენ დასვამთ საინტერესო, კარგად გააზრებულ და დამუშავებულ შეკითხვას, თქვენ მიიღებთ პასუხს, რამდენადაც ასეთი შეკითხვა საზოგადოებასაც ამდიდრებს გამოცდილებით, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ სხვისი ცოდნა იქნეს პასიურად გმოყენებული. მეორე მხრივ, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ მზადა ხართ და შეგიძლიათ პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება. “სად ვუშვებ აქ შეცდომას?”, “რომელ საიტზე წავიკითხავ ამის შესახებ?”, “ვის შეუძლია მითხრას, ...?” – ამგვარ შეკითხვას გაცილებით მეტი შანსია ვინმემ უპასუხოს, ვიდრე ასეთს – “დამიწერეთ დაწვრილებით რა გავაკეთო”. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ პრობლემას თქვენ გადაწყვეტთ, თუ ვინმე გიჩვენებთ მოქმედების სწორ მიმართულებას შეკითხვის დასმისას შეარჩიეთ შესაბამისი ფორუმი დაფიქრდით, რომელ ფორუმზე დასვათ შეკითხვა. თქვენს შეკითხვას ყურადღებას არ მიაქცევენ, თუ თქვენ: · დაპოსტავთ იმ ფორუმზე, სადაც ეს ოფთოპიკი იქნება. · დაპოსტავთ ძალიან მარტივ შეკითხვას იქ, სადაც გაცილებუთ რთულ საკითხებს არჩევენ, და პირიქით. · დაპოსტავთ ერთდროულად მრავალ ნიუსგრუპში. ამას cross-post-ს ეძახიან. · მიმართავთ პირადი ელფოსტით ან ურთიერთობის სხვა პირადი საშუალებთ პიროვნებას, რომელიც არ არის პირადად პასუხისმგებელი თქვენი პრობლემის გადაწყვეტაზე. არასწორი დანიშნულების კითხვას ჰაკერი არ უპასუხებს, რათა არ გადატვირთოს თავისი საკომუნიკაციო არხი ზედმეტი ინფორმაციით. შეეცადეთ თქვენი შეკითხვა არ მოხვდეს ამ კატეგორიაში. მოკლედ, პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ შესაბამისი ფორუმი. ამაში ისევ გუგლი და სხვა საძიებლები დაგეხმარებათ. მათი დახმარებით იპოვეთ საიტი, რომლის შინაარსი ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროგრამასა თუ მოწყობილობას, რომელმაც პრობლემა შეგიქმნათ. ასეთ საიტებზე - საკუთრივ ამ პროექტის (პროგრამისა თუ მოწყობილობის დამამზადებლის) საიტებზე, როგორც წესი, არის FAQ-ების (Frequently Asked Questions - შეკითხვები, რომელთაც თქვენსავით პრობლემის მქონენი ყველაზე ხშირად სვამენ, ხდკ), მეილინგ-ლისტებისა და მათი არქივების ბმულები. თუ FAQ-ების შესწავლამ შედეგი არ გამოიღო, შემდეგ შეგიძლიათ მეილინგ ლისტებს მიმართოთ. თუ საიტზე არის სპეციალური ფორმები, რომელთა საშუალებითაც შიძლება პრობლემის შესახებ აცნობოთ საიტის ადმინისტრაციას, გამოიყენეთ იგი. პირდაპირ მიახალოთ შეკითხვა ელფოსტით პიროვნებას ან ფორუმს, რომელთანაც არა ხართ გაშინაურებული, უკეთეს შემთხვევაში სარისკოა. არც იფიქროთ, რომ საინფორმაციო ვებსაიტის ავტორი ოცნებობს გახდეს თქვენი უფასო კონსულტანტი. თუ არა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს შეკითხვას სიხარულით თუ არა, ინტერესით მაინც შეხვდებიან, გააგზავნეთ იგი სხვაგან, ან ნუ გააგზავნით საერთოდ. ვებფორუმის, ნიუსგრუპის ან მეილინგ-ლისტის (დაგზავნის) შერჩევისას ნუ იმსჯელებთ მხოლოდ დასახელებით; გადახედეთ FAQ-ს ან რამდენიმე გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი შეკითხვა აქ უადგილო არ იქნება. გადაიკითხეთ ბოლო რამდენიმე შეტყობინება, რათა გაიგოთ რა როგორ ხდება აქ. კარგი იქნება ადგილობრივი საძიებლებით მოჩხრიკოთ არჩეული საიტის მეილინგ-ლისტი და არქივი თქვენთვის საინტერესო საკვანძო სიტყვებით - შეიძლება სულაც წააწყდეთ თქვენი პრობლემის გადაწყვეტას, თუ არადა ეს შეკითხვის სწორად ჩამოყალიბებაში მაინც დაგეხმარებათ. ნუ დაბომბავთ ყველა შესაძლო არხს ერთიდაიმავე შეკითხვით. ასეთი “განწირული კივილი” აღიზიანებს ხალხს. მიმართეთ მათ თანმიმდევრობით. შეარჩიეთ ფორუმის განყოფილება და თემა. ერთერთი კლასიკური შეცდომაა ვინდოუსის ან უნიქსის პროგრამული ინტრფეისის შესახებ შეკითხვის დასმა იქ, სადაც იხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ენებთან, ბიბლიოთეკებთან ან ინსტრუმენტულ საშუალებებთან, ისინი კი პლატფორმაზე არ არიან დამოკიდებულნი. თუ თქვენ არ გესმით, რატომაა ამ შეკითხვის დასმა ასეთი დიდი ცოდვა, სჯობს საერთოდ არაფერი იკითხოთ, სანამ ამას არ გაიგებთ. საერთოდ, კარგად შერჩეულ ფორუმზე დასმულ შეკითხვას უფრო მეტი შანსია ნაყოფიერი პასუხი მოჰყვეს, ვიდრე პირადად ვინმესთვის დასმულს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ეს არის პოტენციური რესპონდენტების რაოდენობა. მეორეც - ფორუმზე გაცემულ პასუხს მეტი აუდიტორია ჰყავს. ნებისმიერი ჰაკერი უფრო ხალისით გასცემს პასუხს კითხვას, რომელიც ბევრს აწუხებს, ვიდრე იმას, რომელიც მხოლოდ ერთს აინტერესებს. გასაგებია, რომ გამოცდილი ჰაკერები და პოპულარული პროგრამების ავტორები ისედაც უამრავ უადგილო შეკითხვას ღებულობენ. თქვენს მიერ დამატებულმა ასეთმა შეკითხვამ შეიძლება მათი მოთმინების ფიალა აავსოს - ცნობილი პროექტების ავტორები ხშირად წყვეტენ მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასეთი ფლუდის გამკლავება ბეზრდებათ. Web და IRC ფორუმები დამწყებთათვის - ხშირად ყველაზე სწრაფი საშუალებაა თქვენს ლოკალურ მომხმარებელთა ჯგუფს (user group) ან ლინუქსის დისტრიბუტივს შეიძლება გააჩნდეს ვებ-ფორუმი ან IRC-არხი სპეციალურად დამწყებთათვის, ან (უფრო არაინგლისურენოვან ქვეყნებში) - მეილინგ-ლისტები. ეს საშუალებები ზედგამოჭრილია თქვენი პირველი შეკითხვებისათვის, მითუმეტეს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პრობლემა საკმაოდ მარტივი ან ტიპიურია. IRC-არხის არსებობა უკვე ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ იქ შეკითხვა დასვათ და პასუხიც მიიღოთ რეალურ დროში. თუ პროგრამა, რომელიც პრობლემას ქმნის, აღებულია რომელიმე დისტრიბუტივიდან (ლინუქსის შემთხვევაში), სჯობს შეკითხვა ამ დისტრიბუტივის ფორუმზე დასვათ და არა თვით პროგრამის ფორუმზე, რადგან პროგრამის (პროექტის) ფორუმზე პასუხის ნაცვლად საკუთარ დისტრიბუტივს შემოგთავაზებენ. ვებ-ფორუმზე დაპოსტვამდე სცადეთ ფორუმის საძიებლით რამდენიმე საკვანძო სიტყვის მოსინჯვა. შეიძლება თქვენი პრობლემა უკვე განხილულია და ახსნილი. გააკეთეთ ეს, თუნდაც მანამდე ნაძებნი გქონდეთ ინტერნეტში, რადგან თქვენი ვებ-საძიებელი რაიმე მიზეზით შეიძლება არც ეძებდეს ამ კონკრეტულ ფორუმზე. ბოლო დროს ტენდენცია მომხმარებლებთან კავშირისათვის სწორედ ვებ-ფორუმებისა და IRC-არხების როლის გაზრდისკენაა, ელფოსტა კი უფრო პროგრამისტებს შორის ურთიერთობებისათვის მოიაზრება. გაითვალისწინეთ ეს. შემდეგი ნაბიჯი: პროექტის მეილინგ-ლისტი თუ პროექტს გააჩნია მეილინგ-ლისტი (დაგზავნა) დეველოპერებისათვის (ავტორების, პროგრამისტებისათვის), მისწერეთ შეკითხვა ამ დაგზავნას, და არა კონკრეტულ პროგრამისტს, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ სწორედ ის გაგცემთ ყველაზე ზუსტ პასუხს. დაგზავნას იპოვით პროექტის სათაო გვერდზე ან აღწერილობაში. ამ რჩევისათვის რამდენიმე საფუძველი გვაქვს: შეკითხვა, რომელიც, თქვენი აზრით, ღირსია იმის, რომ პირადად მივმართოთ ერთ რომელიმე ავტორს, საინტერესო იქნება სხვებისთვისაც. და პირიქით, თუ თვლით, რომ თქვენი შეკითხვით არ ღირს დაგზავნის "შეწუხება", მაშინ მითუმეტეს არ ღირს ასეთი შეკითხვით პირადად რომელიმე ავტორის შეწუხება. დაგზავნაში დასმული შეკითხვა დატვირთვას ანაწილებს ყველა მონაწილეზე. კონკრეტული ავტორს (მითუმეტეს თუ ის პროექტის ლიდერია) შეიძლება არც ეცალოს თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. დაგზავნები, როგორც წესი, არქივირდება, არქივები კი ინდექსირდება საძიებლების მიერ. თუ თქვენს კითხვას პასუხი დაგზავნაში გაეცა, იგი მოხვდება ამ არქივში და შემდეგში თქვენს ბედში მყოფს შეეძლება მისი მოძებნა, და აღარ მოუწევს ხელახლა იგივე შეკითხვის დასმა, ავტორებს კი - პასუხის გაცემა. თუ რომელიმე შეკითხვაზე დიდი მოთხოვნილება შეიმჩნა, ავტორებმა შეიძლება ეს პრობლემა სულაც დოკუმენტაციაში შეიტანონ. პირადად ავტორებისადმი დასმული შეკითხვების შესახებ კი, ცხადია, არავის ექნება სრული სურათი. თუ პროექტს აქვს მომხმარებელთა ფორუმიც და ავტორებისაც (ჰაკერების), თქვენ კი კოდის გარჩევაში არ მონაწილეობთ, დასვით შეკითხვა მომხმარებელთა ფორუმზე. ავტორთა ფორუმზე თქვენს მარტივ შეკითხვას უადგილო ხელშეშლად ჩათვლიან. ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ შეკითხვა არ არის ტრივიალური, და მითუმეტეს თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელთა ფორუმზე პასუხი არ გაგცეს, მაშინ უკვე მიმართეთ ავტორთა ფორუმს. აუცილებლად გადაათვალიერეთ ფორუმის რამდენიმე დღე, რათა გაეცნოთ ადგილობრივ ტრადიციებს (პრინციპში ეს ისედაც უნდა გააკეთოთ, სანამ დაპოსტავდეთ ნებისმიერ კერძო ან ნახევრადდახურულ დაგზავნაში). თუ პროექტის საიტზე დაგზავნა ან ფორუმი ვერ იპოვეთ და არის მხოლოდ პროექტის წამყვანის მისამართი, მისწერეთ წამყვანს. ოღონდ გახსოვდეთ, რომ დაგზავნის ვერპოვნა არ ნიშნავს მის არარსებობას. აღნიშნეთ წერილში, რომ ეძებდით და ვერ იპოვეთ ლისტის მისამართი. აღნიშნეთ აგრეთვე, რომ არა ხართ წინააღმდეგი თქვენს შეკითხვას სხვებიც გაეცნონ (ბევრი თვლის, რომ კერძო მიმოწერა კერძოა მაშინაც, როცა არაფერ საიდუმლოს არ შეიცავს. როცა თქვენ განაცხადებთ, რომ შეიძლება თქვენი წერილის სხვისთვის გადაგზავნაც, თქვენ ამით რესპონდენტს არჩევანის საშუალებას აძლევთ). თემის სათაური - მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს ვებ ფორუმებზე, ნიუსგრუპებსა თუ დაგზავნებში თქვენ გაქვთ შესანიშნავი საშუალება თქვენი პრობლემისადმი კვალიფიციური ექსპერტების ყურადღების მიპყრობისა - ეს არის თემის სათაური. სულ 50 ასო, ან უფრო ნაკლები. არ გაფლანგოთ ეს ძვირფასი ლიმიტი "გთხოვთ დამეხმარეთ" ან რაიმე მსგავს უაზრობაზე (ცალკე თემაა კიდევ უფრო უარესი "PLEASE HELP ME!!!!", რომელსაც რესპონდენტი რეფლექსურად შლის). ნუ ეცდებით იმოქმედოთ ჩვენზე თქვენი განცდების სიღრმით; სჯობს ეს ადგილი გამოიყენოთ პრობლემის კომპაქტური აღწერისათვის. არსებობს ერთი კარგი დაუწერელი შეთანხმება, რომელსაც ტექნიკური მხარდაჭერის ბევრი წარმომადგენელი იყენებს - ეს არის "ობიექტი-დეფექტი" ტიპის კონსტრუქცია, სადაც "ობიექტი" აღწერს, თუ რამ შექმნა პრობლემა, ხოლო "დეფექტი" - როგორ გამოიხატება ეს პრობლემა. არასწორია: მიშველეთ! ჩემს ლეპტოპში ვიდეოკარტა ცუდად მუშაობს! სწორია: X.org 6.8.1-ში მაუსის კურსორს არასწორი ფორმა აქვს, ჩიპსეტი Fooware MV1005. უფრო უკეთესია: X.org 6.8.1-ში მაუსის კურსორი Fooware MV1005 ვიდ. ჩიპსეტზე არასწორია "ობიექტი-დეფექტი" ტიპის კონსტრუქციის შედგენის პროცესი თქვენ დაგეხმარებათ სწორად წარმართოთ აზრი პრობლემის ჩამოყალიბებისას. რაშია დეფექტი? მარტო კურსორია არასწორად თუ სხვა გრაფიკაც არასწორია? ეს X-ის მარტო X.org-ის თავისებურებაა? მხოლოდ 6.8.1 ვერსიის? საერთოდ Fooware ვიდეოჩიპსეტის სპეციფიკა ხომ არ არის? ან MV1005 მოდელის? ასეთ სათაურიანი თემის დანახვაზე ჰაკერი ძირითადად უკვე ხვდება რა პრობლემა გაქვთ, და რასთან შეიძლება ის დაკავშირებული იყოს. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ თქვენი შეკითხვა ინდექსირებულ არქივში, სადაც მხოლოდ სათაურებია ნაჩვენები. თუ სათაური კარგად ასახავს პრობლემას, ეს გაუადვილებს ანალოგიური პრობლემის მქონეს პასუხის პოვნას და შეკითხვის გამეორებაც აღარ მოხდება. თუ თქვენ პასუხის გაცემისას სვამთ შეკითხვას, არ დაგავიწყდეთ თემის სათაურის შეცვლა. “Re: ტესტი” ან “Re: ახალი ხარვეზი” ტიპის სათაური არ მიიპყრობს ყურადღებას. ასევე შეეცადეთ მინიმალურად გამოიყენოთ ციტირება, მხოლოდ იმდენი, რომ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი. ნუ გააგრძელებთ სხვის თემას, თუ თქვენი შეკითხვა სხვა თემაზეა. ამით თქვენ ამცირებთ აუდიტორიას. ზოგი საფოსტო პროგრამა, მაგ.: mutt, იძლევა სათაურების მიხედვით მოწესრიგებისა და უინტერესო შეტყობინებებისა და მათი მწკრივების დამალვის საშუალებას. ამ შემთხვევაში თქვენი პოსტი დაკარგულია. თემის შეცვლაც არ არის საკმარისი. იგივე mutt, და შეიძლება სხვა პროგრამებიც, შეტყობინების რომელიმე მწკრივში განსაწესებლად თემის გარდა სხვა ინფორმაციასაც უყურებენ. ასეთი შემთხვევითი გაფილტრვის თავიდან ასაცილებლად გახსენით ახალი თემა. ვებ-ფორუმებზე წესები ცოტა სხვანაირია, რადგან აქ შეტყობინებები უფრო მიბმულია კონკრეტულ მწკრივზე და ამ მწკრივის გარეთ საერთოდ უხილავია. პასუხის სათაურს ყურადღებას არავინ აქცევს, ზოგ ფორუმში კი შეუძლებელიცაა სათაურის შეცვლა. ისედაც, პასუხში შეკითხვა ვერ არის კარგი პრაქტიკა, რამდენადაც მას წაიკითხავს მხოლოდ ის, ვინც ამ თემას ადევნებს თვალყურს. თუ თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ სწორედ ამ ხალხისთვის სვამთ შეკითხვას, გახსენით ახალი თემა. გაუადვილეთ მსურველს პასუხის გაცემა "პასუხი გამომიგზავნეთ აქ: ..." - შეკითხვის ამგვარი დასასრული ფრიად სეჭვოს ხდის პასუხის მიღებას. თუ თქვენ ვერ პოულობთ ორიოდ წამს თქვენი საფოსტო აგენტის Reply-To ველის მოსაწყობად, ჩვენ მითუმეტეს ვერ ვიფიქრებთ თქვენს პრობლემებზე. თუ თქვენი საფოსტო პროგრამა არ იძლევა ამის საშუალებას, გადადით სხვა პროგრამაზე. თუ თქვენი ოპერაციული სისტემა ვერ ამუშავებს ახალ პროგრამას, გადადით სხვა სისტემაზე. ვებ-ფორუმებზე პასუხის ფოსტაზე გამოგზავნის თხოვნა - უბრალოდ უზრდელობაა, თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული, რომ პასუხი კონფიდენციალური იქნება და ვიღაც მოინდომებს სწორედ ფოსტაზე გიპასუხოთ. თუ თქვენ გინდათ პასუხის ასლი მიიღოთ ფოსტით, ეს ფორუმს უნდა მოსთხოვოთ. გადახედეთ ფორუმზე თქვენს ექაუნთის პარამეტრებს, ბევრი ფორუმი იძლევა ამის საშუალებას. წერეთ უშეცდომოდ, ნათელი, გამართული ფრაზებით გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, ვინც უყურადღებოდ და დაუდევრად წერს, საერთოდ უყურადღებო და დაუდევარია ფიქრშიც და პროგრამირებაშიც (ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ხშირად). უყურადღებო და დაუდევარი ხალხისათვის პასუხის გაცემას გვირჩევნია დრო სხვა რამეში გამოვიყენოთ. ასე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეკითხვის ნათლად და მკაფიოდ დასმას. თუ თქვენ ამას არად ჩააგდებთ, თქვენს შეკითხვასაც არად ჩააგდებენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წერითი მეტყველების კულტურას. ნუ წერთ მძიმე და ფორმალური ენით. ჰაკერები იყენებენ არაფორმალურ, სლენგითა და იუმორით სავსე ენას, მაგრამ თავის ადგილზე. აზრი კი უნდა იყოს გამოხატული მკაფიოდ, უნდა ჩანდეს რომ გიფიქრიათ ამაზე და არ მოქცევიხართ უყურადღებოდ. მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას, პუნქტუაციას. ნუ დაწერთ ყველაფერს დიდი ასოებით (თუ ინგლისურ ლიტერაციას იყენებთ) - ეს აღიქმება როგორც ყვირილი და ცუდ რეაქციას იწვევს. არც სულ პატარა ასოებით წერა ვარგა (იმ ენაზე, სადაც ასომთავრულებია). ის, რაც ეპატიება ალენ კოქსს, არ გეპატიებათ თქვენ. ნუ გახდით თქვენს ნაწერს გასაშიფრავს. არც ტერმინებით კეკლუცობაა საჭირო. დამწყები "ჰაკერუნას" სტილში ნაწერი იგნორირებული იქნება, ან, უკეთეს შემთხვევაში სარკაზმით აღსავსე პახუხს მოგიტანთ. თუ თქვენ შეკითხვას სვამთ ფორუმზე თქვენთვის არამშობლიურ ენაზე, გარკვეულ შეცდომებს გაპატიებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სიზარმაცეს (განსხვავებას უცებ ვხვდებით). ასევე, თუ თქვენ არ იცით რესპონდენტი რა ენაზე ლაპარაკობს, წერეთ ინგლისურად. ჰაკერი, როგორც წესი, ვერ მოიცლის იმისათვის, რომ მისთვის გაუგებარ ენაზე იკითხოს შეკითხვები, ინგლისური კი - ინტერნეტის სამუშაო ენაა. ამ ენაზე მეტი შანსი გაქვთ პასუხის მიღებისა. შეარჩიეთ გავრცელებული, სტანდარტული ფორმატი თუ თქვენი შეკითხვა ძნელად წასაკითხი იქნება, მის ნაცვლად ადვილად წასაკითხს გასცემენ პასუხს. ამიტომ: ფოსტისათვის გამოიყენეთ plain text ფორმატი, და არა HTML (ეს მაინც არ არის ძნელი). MIME-დანართები საერთოდ დასაშვებია, ოღონდ რეალური კონტენტით (ანუ დაერთვის წყარო ან პეჩ-ფაილი), და არა გენერირებული თქვენი ეგზოტიკური მეილ-კლიენტით. ნუ დაწერთ მთელ ტექსტს ერთ აბზაცში - ეს აძნელებს ერთ რომელიმე ნაწილზე პასუხის გაცემას. ნუ მიანდობთ ტექსტში სტრიქონების გადატანას საფოსტო პროგრამის ვიზუალურ საშუალებებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს წერილს წაიკითხავენ ტერმინალებზე 80 სიმბოლოიანი სტრიქონებით. ამიტომ დააყენეთ სტრიქონის იძულებით გადატანა 80-ზე რამდენადმე ნაკლებ სიმბოლოზე. მონაცემები კი (ლოგ-ფაილები ან სეანსის ჩანაწერები) არ გადაიტანოთ. იყოს როგორც არის. რესპონდენტები ნახავენ მას ისე, როგორც თქვენ ხედავთ, და გაერკვევიან. ინგლისურენოვან ფორუმებზე არ გაგზავნოთ ტექსტი MIME Quoted-Printable კოდირებაში. ეს კოდირება საჭიროა იმ ენებისათვის, რომელსაც ASCII არ ფარავს. მითუმეტეს, რომ ყველა საფოსტო პროგრამას არა აქვს მისი მხარდაჭერა, ხოლო =20-ის მსგავსი მმართველი სიმბოლოებით გავსებული ტექსტის კითხვა არც თუ სასიამოვნოა. თან ასე შეიძლება რიცხვების შემცველი ტექსტის აზრიც დამახინჯდეს. არც იფიქროთ, რომ ჰაკერები წაიკითხავენ ტექსტს Microsoft Word ან Excel-ის ლიცენზირებულ ფორმატში. ამას ისინი შეურაცხყოფადაც კი მიიღებენ (ორიგინალში react to these about as well as you would to having a pile of steaming pig manure dumped on your doorstep). და რომც შეეძლოთ, არ გააკეთებენ ამას. ვებ-ფორუმებზე ნუ გადატვირთავთ ტექსტს სმაილებითა და ტეგებით. ერთი-ორი სმაილი კარგია, მაგრამ მთლიანად აჭრელებული ტექსტის ავტორი ლამერის, ან პატარა ხითხითა გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც თქვენთვის არასასურველია, რა თქმა უნდა თუ თქვენ პასუხის მიღება გინდათ და არა სექსი. თუ თქვენ გარფიკულინტერფეისიან საფოსტო კლიენტს იყენებთ - Netscape Messenger, MS Outlook, ან სხვას, ნაგულისხმევი პარამეტრებით მათი შექმნილი წერილი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ზემოთმოყვანილ წესებს. მათ უმეტესობას აქვს ფუნქცია “View Source” - შეამოწმეთ მისი საშუალებით, რომ იგზავნება სუფთა ტექსტი, ზედმეტ
|