თხუთმეტი ავტოკეფალური ეკლესიის ოფიციალური საიტები1.
http://www.ec-patr.org/ - კონსტანტინეპოლის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი ღმრთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი, უფალი უფალი ბართლომეოს I. საპატრიარქო კათედრა არის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ფანარაში (სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა).
2.
http://www.greekorthodox-alexandria.org/ - ალექსანდრიის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა პეტრე თეოდორე II, ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული. საპატრიარქო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი ალექსანდრიაში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა).
3.
http://www.antiochpat.org/ - ანტიოქიის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა, იგნატიოს IV, პატრიარქი ღმრთისა ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა. საპატრიარქო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი დამასკოში (სირიის რესპუბლიკა).
4.
http://www.jerusalem-patriarchate.org/ - იერუსალიმის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი
უნეტარესობა თეოფილე III, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. საპატრიარქო კათედრა არის ქრისტეს აღდგომის ტაძარი იერუსალიმში (ისრაელის სახელმწიფო).
5.
http://www.mospat.ru/ - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია -ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
უწმიდესი ალექსი II, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა. საპატრიარქო კათედრა არის ქრისტე მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია).
6.
http://www.patriarchate.ge - საქართველოს საპატრიარქო -ამჟამად ეკლესიას მეთაურობს -
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე ილია II, საპატრიარქო კათედრა არის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი თბილისში (საქართველოს რესპუბლიკა)
7.
http://spc.org.yu/ - სერბეთის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უწმიდესობა პავლე, პატრიარქი სერბეთისა, მთავარეპისკოპოსი პეჩისა და მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა. საპატრიარქო კათედრა არის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი ბელგრადში (სერბეთისა და ჩერნოგორიის ფედერალური რესპუბლიკა იუგოსლავია).
8.
http://www.patriarhia.ro - რუმინეთის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
უნეტარესი თეოქტისტე, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრეთისა, ვლახეთისა, მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაპადოკიისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა. საპატრიარქო კათედრა არის წმიდათა მოციქულთა სწორთა მეფე კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის ტაძარი ბუქარესტში (რუმინეთის რესპუბლიკა).
9.
http://bulch.tripod.com/boc/ ბულგარეთის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უწმიდესობა მაქსიმე, პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა. საპატრიარქო კათედრა არის წმიდა კეთილმორწმუნე მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა).
10.
http://www.logos.cy.net/cyprus/chmain.html - კვიპროსის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოსი, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულ და მახარებელ იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძარი ნიქოზიაში (კვიპროსის რესპუბლიკა).
11.
http://www.ecclesia.gr ელადის (საბერძნეთის) საპატრიარქო -ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა ქრისტოდულოს I, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა. სამეთაურო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი ათენში (საბერძნეთის რესპუბლიკა).
12.
http://www.orthodoxalbania.org - ალბანეთის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
უნეტარესი ანასტასიოსი, მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა, მიტროპოლიტი ტირანა-დურეს-ელვასანისა. სამეთაურო კათედრა არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი ტირანაში (ალბანეთის რესპუბლიკა).
13.
http://www.orthodox.pl - პოლონეთის საპატრიარქო -
ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი ვარშავაში (პოლონეთის რესპუბლიკა).
14.
http://www.orthodoxia.cz ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა ნიკოლოზი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ტაძარი პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა).
15.
http://www.oca.org - ამერიკის საპატრიარქო - ამჟამად ეკლესიას მეთაურობს
მისი უნეტარესობა გერმანე, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა. სამეთაურო კათედრა არის წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ვაშინგტონში (ამერიკის შეერთებული შტატები).
პ.ს ძიდა რამდენი დამიწერნია

ავტონომიურებისას მერე დავდებ