პოლიტიკაში მინდოდა თემის გახსნა და არ გამახსნევინა.
აღმოვაჩინე რომ ინგლისურ ვიკიპედიაში ყოფილა სტატია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე:
http://en.wikipedia.org/wiki/Russian-occupied_territories სამწუხაროდ სტატია მონიშნულია როგორც წასაშლელად გამზადებული. გაპროტესტება სჭირდება და მხარი უნდა დაუჭიროთ გამოცდილმა და სტაჟიანმა ინგლისურენოვანმა ვიკიპედიელებმა რომ არ წაშალონ და დატოვონ როგორც არის.
http://en.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Wik...orgia_(country)გთხოვთ სერიოზულად დაასაბუთოთ თუ რატომ არ უნდა წაიშალოს და არა გინებით.
საერთოდ ვინმე ყურადღებას არ უნდა აქცევდეს ვიკიპედიის შინაარსს და რამდენად პრო-ქართული ან ანტი-ქართული რამეები იწერება საქართველოზე? spy.gif
* * *
წიკიპედიის სტატიაში ლაპარაკი იმაზეა რომ საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო და კანონი მიიღო. აგრეთვე წერია რომ სხვა ქვეყნებმაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს და რეზოლუციები მიიღეს სადაც რუსეთის ყოფნა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოკუპაცია ჰქვია და მითითებულია ლინკები სადაც შესაბამისი რეზოლუციებია.
რომელიღაცა ადმინმა სტატია წასაშლელად მონიშნა ვითომ უკვე არისო სტატია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზეო თან არაობიექტურიაო, მაგრამ რაც ამ სტატიაში წერია, სხვაგან ვიკიპედიაში არ წერია. სავარაუდოდ რუსი იუზერებეი აქტიურობენ და წაშლას ითხოვენ სტატიის სადაც რუსეთის ყოფნას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოკუპაცია ჰქვია.
იაქტიურეთ ვინც უკვე დარეგისტრირებულები ხართ ვიკიპედიაში და დაწერეთ სტატიის განხილვის გვერდზე რომ სტატია უნიკალურია და არ უნდა წაიშალოს.

მერე იტყვით რატომ დავკარგეთ ტერიტორიები. იმიტომ დავკარგეთ რომ გვკიდია ყველაფერი ფეხებზე!