89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი დიპლომატი ჰანს-დიტრიხ გენშერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარების გერმანიის ტერიტორიიდან გაყვანაში. გენშერის პირადი თანაშემწე იუწყება, რომ გამოცდილმა დიპლომატმა ბოლო დღეები საკუთარ სახლში, დასავლეთ გერმანიის ყოფილი დედაქალაქის, ბონის მახლობლად გაატარა.