onavara
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
|
#5135948 · 23 Mar 2007, 17:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა, ბატონო, ძველი მოწოდება, რომელიც ამ დღეებში გაამეორეს:
მსოფლიო ადამიანს,
ქართველ ერს _
ც ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს:
ბოლო დროს მსოფლიოში და საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, გამოაჩინა, რომ ადამიანებმა ვერავითარი დასკვნა ვერ გამოვიტანეთ უფლის-სიტყვის ათწლიანი გაფრთხილება _ შეგონებიდან, რომ არსებული ცნობიერებით, მართვის არსებული პოლიტიკური სისტემებით საფრთხე ემუქრება დედამიწას, დედამიწაზე ადამიანურ არსებობას, სიცოცხლეს და გადარჩენისთვის საჭიროა, აუცილებელია მისი ახლით შეცვლა ახლა, სწორედაც საუკუნეთა, ათასწლეულთა ამ გასაყართან, ამასთან _ უწინარესად საქართველოში, სადაც ეს სიტყვა 1995 წლის 9 იანვარს საჯაროდ გაცხადდა.
ზოგადად, ცვლილებები, რა თქმა უნდა, ხდება, მოხდა, აგერ საქართველოშიც, მაგრამ ყოველი ცვლილება უკავშირდება ჩვენს ნაბიჯის სიკვდილისკენ გადადგმას და არა სიცოცხლისთვის, შემდგომი არსებობისთვის ბრძოლას. საქართველოშიც ბოლო დროს მომხდარი ცვლილება წარმოადგენს გადარჩენისთვის სწრაფვის «იმიტაციას» და მსოფლიო მხეცის ჩვენს ადამიანთა ცნობიერებაზე ზეიმს, რასაც ქართველი ადამიანი მალე თვითონვე შეიცნობს, თუმც ვერ ვიტყვით, რომ მაშინ გვიანი არ იქნება.
გამომდინარე აქედან, ვაცხადებ:
1. რუსეთმა _ კრემლმა საქართველო გაყიდა, მუსულმანურ სამყაროსთან ერთად, მართლმადიდებლური საქართველო დასავლეთში გამეფებულ თალმუდისტ-სიონისტ მასონობას მიჰყიდა და ამით რეალური საფრთხის წინაშე დააყენა მთლიანი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სამყარო.
კრემლის ბოლო დროს ასეთი გამყიდველური პოლიტიკა, საბოლოო ანგარიშით ძვირად დაუჯდება მსოფლიოს, უწინარესად მართლმადიდებელ რუს ერს, რუსეთის სახელმწიფოებრიობას და მათაც დასავლეთში, ვინც ამ გამყიდველური პოლიტიკით ზეიმობს.
2. საქართველოში ბოლო დროს დატრიალებული ამბები არ იყო და არ არის ქართული მოვლენა და არ გამოხატავს საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს. იგი იყო და არის ებრაულ-მასონური სახელისუფლო _ სამთავრობო გადატრიალება /ხელისუფლების ამ ფორმით ერთიდან მეორეზე გადაცემა!/, რაშიც მონაწილეობდა დასავლეთის სომხური ლობი, თუ მიხვდება, მისივე ერის სომხეთის სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ.
3. ქართველმა ერმა ვერ გაიგო რა მოხდა, რაში მიიღო მან ბოლო წლებში მონაწილეობა, დღეს არსებული ხელისუფლის და ხელისუფლების მხარდაჭერით, თუმც ვერ ვიტყვით რომ ამ პროცესში იმ რაოდენობამ მიიღო, რაც გაცხადდა. სამშობლო-მომავალი, მართლმადიდებლობა.
აღნიშნულ მოვლენებში წინამძღოლობის როლი ითამაშეს ქართულმა პოლიტიკურმა სპერქტრმა, მუდმივ გაყიდულმა ელიტარულმა ინტელიგენციამ და ეკლესიაში მოკალათებულმა «დასავლეთს» მიყიდულმა ერთმა ნაწილმა, რომელიც ქართული ეკლესიის მთლიანად ხელში ჩაგდებას გეგმავს ხელისუფლებაში მოსული კოსმოპოლიტთა ხელშეწყობით.
დაგეგმილია ქართული ეკლესიიდან ქართული მართლმადიდებლური «ელემენტის» გამოდევნა, ეკლესიის ქორ-ვაჭართაგან დასუფთავების საბაბით.
და ბოლოს:
4. დარტყმის წინაშე დგას საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი _ კათალიკოს _ პატრიარქი ილია მეორე, /მისი სახით _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია!/.
დასკვნისთვის:
_ მხოლოდ ლოცვა ვერ გადაარჩენს საქართველოს! და ამის დასტურია საქართველოში ბოლო 10-15 წელიწადში დატრიალებული ამბები _ შედეგებით.
საქართველო და ქართველი ერი დღეს ღმერთის _ სიტყვის წინააღმდეგ მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ღმერთი არის სიტყვა, რომელიც დღეს ჩვენთან მოსული ყველამ ჯვარცმისთვის გავიმეტეთ და ამით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ.
ამასთან, ჯერ კიდევ არსებობს გადარჩენის შანსი, თუმც მცირეზე მცირე, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. ვშიშობ, გადარჩენის ამ საკითხით დღეს ვინმე დაინტერესდეს, რის გამოც, მე მხოლოდ ამ განცხადებით შემოვიფარგლები.
ქართველი მწერალი _
აკაკი ჯორჯაძე
თბილისი
9 იანვარი 2004 წელი.
|