გამარჯობათ, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა
მესამე კბილი მაქვს ამოსაღები ეშვი და ძალიან მეშინია, ასევე მინდა მკურნალობაც, დაპლომბვა რამოდენიმესი და შემდეგ ამოღებულის ჩასმა. ბოლოს წინაზე რომ ვიყავი ექიმთან ჯამში 8 ნემსი გამიკეთა. 4 შიგნიდან და 4 გარედან და ვერ გამიყუჩა, ჩვეულებრივად ვგრძნობდი ტკივილს, ვერ ამომიღო და ნახევრად ამოღებული კბილით (ფესვი ჩამიტოვა) გამოვიქეცი ვეღარ გავჩერდი, ბოლოს რომ ვიყავი ამოსაღებად სხვასთან, ვუთხარი წინა შემთხვევა და რაღაც გამაყუჩებელი გამიკეთა ექიმმა სპეციალურად დამატებით გადავიხადე ცალკე ასეთი შემთხვევებისთვის არის ეს წამალიო და არც იმან გამიყუჩა ვგრძნობდი ყველაფერს. რომ ამომიღო სახე ისე დამისივდა ყბა რომ 10 დღე ნემსები ვიკეთე კუნთში.
იქნებ მირჩიოთ ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცე? ნარკოზით არ ხდება სადმე ტკივილთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარება? არა და ისე მტკივა ეხლა ეს კბილი რომ ვეღარ ვუძლებ თან მისივდება და ტკივილი თვალზე და საფეთქელთან გადამდის

თან იქნებ მითხრათ ეშვის ამოღება რამდენად მტკივნეული ან რთული პროცედურაა
This post has been edited by kaxa1988 on 22 Aug 2019, 15:57