კავშირი "ღია კონსულტანტები" აწყობს გაქართუელბის საზაფხულო ბანაკს ჩაქვში 6 დღით.
შეირჩევა დაახლოებით 20 მონაწილე, რომლებიც გაემგზავრებიან ჩაქვში და 6 დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას უფასო და ღია კოდის პროგრამების გაქართულებაში.
ბანაკი ტარდება სავარაუდოდ 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე.
მონაწილეები იცხოვრებენ სასტუმრო ოაზისში, ერთ ნომერში ორი ადამიანი, 3-ჯერადი კვებით.
განრიგი დაახლოებით იქნება ესეთი:
8:00-10:00 - საუზმე და თავისუფალი დრო
10:00-13:00 - გაქართულება
13:00-14:00 - სადილი
14:00-17:00 - გაქართულება
17:00-.... ვახშამი და თავისუფალი დრო
მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ ქართული და ინგლისური ძალიან კარგად, სასურველია ჰქონდეთ ღია კოდის პროგრამებთან ან კომპიუტერთან მაინც გამოცდილება, სურვილი რომ იმუშაონ ხარისხიანად ამ ბანაკის დროს.
ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კომპიუტერებით, თუმცა ვისაც აქვს და წამოიღებს თავის ლეპტოპს, მას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით თანაბარ პირობებში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ და გამოგვიგზავნონ ანკეტა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება აქ და ღია კონსულტანტების (ირაიდერების) საიტზე.
http://eriders.geeriders@googlegroups.com
განცხადებების მიღება დასრულდება 20 ივლისს, ხოლო მონაწილეების არჩევა მოხდება 20-25 ივლისს.
ანუ 25 ივლისს გამოქვეყნდება მონაწილეთა სია.
დამატებითი და დეტალური ინფორმაცია იქნება ცოტა მოგვიანებით...