#5165500 · 26 Mar 2007, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასეთი შეკითხვა მაქვს პატივცემულ ge-ნეტელებთან:
ვთქვათ, გავაკეთე "Blog search engine and feed aggregator" ასეთი სპეციფიკაციებით: 1) XML-RPC სერვისი: - ხელმომწერთა rss/atom feed-ების განახლება შესაბამისი ბლოგიდან ან ვებ-ინტერფეისიდან მოთხოვნით (a.k.a. rpc პინგი) - ე.წ. web-service public API, რომლის გამოწერის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მესამე მხარის საიტებზე ინფორმაციის განთავსება ახალი პოსტინგების, კომენტების, პოდკასტების შესახებ ავტორის, თარიღის და თემატიკის მიხედვით
2) საჯარო ხედი (public view) - ძიება - ე.წ. tag cloud - rpc პინგის ვებ-ინტერფეისი
3) მომხმარებლის გვერდი (user dashboard) - feed-ებზე ხელმოწერა - feed-ების კითხვა - სტატიების რანჟირება (ანუ, რეიტინგისთვის ხმის მიცემა)
აქვს აზრი ასეთი სერვისის გაკეთებას ქართულენოვანი ბლოგერებისთვის უკვე, თუ ჯერ ისევ ნაადრევია? თან პერსპექტივაცაა გასათვალისწინებელი: ამ ვებ-აპის კეთება-ტესტირება-ბეტა ტესტირებას ერთი კვარტალი მაინც უნდა, როგორც მინიმუმი...
|