ახლა დილაა.
ძალიან ადრე გავიღვიძე (საოცრებაა)

და, ჩავრთე ტელევიზორი... არხიდან არხზე...
დილის გადაცემებს ვაკვირდები, როცა არ მძინავს და ვიქრობ - რატომ ?! ?! ?!

დილის გადაცემის "კეთება" არის ყველაზე ნაკლებად სასურველი საქმე ტელევიზიაში. უნდა გაიღვიძო 5-ზე, გეზარება... ნაცნობი შეგრძნებაა.
ზოგადად, როგორ დილაობენ ქართული ტელეარხები?
ძირითადად - უჟმურად ! ...
მაგა
ლითად:
რუსთავი 2-ის დილის ეთერის ტიხრები და მუსიკა ბებიაჩემმა გააკეთა ახალგაზრდობაში ... და მას შემდეგ არ გამოუცვლიათ. არა და, ბებიაჩები არც კარგი კომპოზიტორია და გატიხვრაშიც მოიკოჭლებს.
თანაც, რაოდენ მნიშვნელოვანია ვიზუალი და მუსიკა დილით, როდესაც გინდა კარგი განწყობა შეგექმნას და მთელი დღის განმავლობაში გაგყვეს.
ერთ ყალიბში ასხამენ დილის ეთერს რუსთავი2იც, იმედიც, მზეც და
სადომაზოგადოებრივი მაუწყებელიც.
მჟავე კიტრის ყურება ახლად გაღვიძებულს, ნამდვილად არ მაყენებს კარგ ხასიათზე.
რა ვქნათ, ხელმოწერები შევაგროვოთ ? ? ?