და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! (მათე, 21; 7-10)
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს _ ბზობას! ბზობა _ არის სიხარულის და იმედის დღესასწაული. ეს ტოტები ბზისა და ბაიასი, რომელსაც იერუსალიმში შესვლისას უგებდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს _ არის სიცოცხლის სიმბოლო. ეს სიმბოლო დღეს შევა ყოველ ოჯახში და მადლსა და სიხარულს შეიტანს. იერუსალიმში შესვლისას მთელი ქალაქი შეიძრა, ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად და იყო დიდი ზეიმი. მოსახლეობა თავის ტანსაცმელს და პალმის რტოებს უგებდა უფალს და გალობდა: `ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!~ და წერია სახარებაში, რომ `უფალი ცრემლეოდა~. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს-კათალიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი - ილია II
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ყველა ქრისტეანს რომელიც დღეს, უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს იერუსალიმში, მთელი გულითა და სულით ვულოცავ, ბრწყინვალე დღესასწაულს!
იერუსალიმში უფალი შედის როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელიც ნებსით უნდა ეგოს მსხვერპლად ადამის ცოდვას. უფალი ძალმომრეობით კი არ იპყრობს იერუსალიმს, რაც ზოგადად უფლის სახელს განასახიერებს - ეს სახელწოდება „მშვიდობის სავანეს“, „მშვიდობის ქალაქს“ ნიშნავს, - არამედ სიყვარულითა და მიტევებით ანგრევს ძველს და აგებს ახალ იერუსალიმს. [კარიბჭე]
განსაკუთრებით ვულოცავ, კათოლიკეთ, ვინაიდან წელს ერთად გვიხდება უდიდესი დღესასწაულებში ცხოვრება

დაიხ ცხოვრება რადგან, ჩვენ არაფერს ვიხსენებთ! არამედ ვაცოცხლებთ