#5197549 · 30 Mar 2007, 16:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და ვიცი რომ არ არიან ავადმყოფები, ეს არ არის ავადმყოფობა. მაგრამ მაინტერესებს საქართველოში რას ფიქრობენ ვინ მიაჩნიათ სოციოპათებად, როგორ ხდებიან ასეთები. ფუნქცია მორღვეულ ოჯახში ბავშვები ფაქტიურად ყალიბდებიან ფსიქოპათებად. მე ვფიქრობ რომ ქართულ რეალობაში, მიუხედავად იმ თავგადადებული ალტრუიზმისა და მორალისა, სრულფასოვანი ოჯახი იშვიათია. (ვგულისხმობ გენდერული როლების არათანაბარ, უჰარმონიო გადანაწილებას)
რამდენად გგონიათ რომ უოჯახობას შეუძლია სოციოპათად გაქციოთ.
(სიმპტომები: შეუბრალებლობა, აპათეტურობა, უპასუხისმგებლობა, ზედმეტი თავდაჯერებულება, სოციალური ნორმების დაუმორჩილებლობა, ამორალურობა. სოციოპათს არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობების დამყარება, ვერ სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან, არ აქვს დანაშაულის გრძნობა და არის ქრონიკულად ანტისოციალური და ამაყი.
|