anjela
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 46
წევრი No.: 30873
რეგისტრ.: 5-March 07
|
#5212674 · 1 Apr 2007, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას იტკყვით? `ჯორჯიან თაიმსში" გამოქვეყნდა.. ალბათ მართალია. მაგისგან მოსალოდნელია
მიშა ქარელი სექსუალური მოძალადეა-?! რა მოხდა 11 მარტს ხიდისთავში?
ორიოდე დღის წინ `ჯორჯიან თაიმსის~ რამდენიმე თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტით ერთდროულად ანონიმი ინფორმატორისაგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო (ანონიმი ინფორმატორის სტილი დაცულია, _ ავტ.): `მიშა ქარელი სექსუალური მოძალადეა! კოლორიტულმა მიხეილ ქარელმა, მას შემდეგ, რაც პოლიტასპარეზზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი და თავისი განუმეორებლობით არა მხოლოდ რეგიონს, არამედ სრულიად საქართველოს დაამახსოვრა თავი, გადაწყვიტა მეტი კონკრეტიკააო საჭირო ჩემს საქმიანობაში, რათა საქმენი მისნი გასაგებარნი მხოლოდ მისთვისვე, გასაგები გახდეს კიდევ ვინმესთვის მაინც. ვერც საზოგადო საქმეებში გასცდა მისი ინტელექტი საკუთარ ცხვირს და ვერც კონკრეტული საქმის კეთება გამოუვიდა მთლად საზრიანი. მიშიკომ იცის, რომ საზოგადოება ბევრი ხალხია, კონკრეტული კი - ერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ისიც იცის, რომ საჭიროს და სასიამოვნოს შეთავსება კარგია (რაც იცის იცის, ვერ წაართმევ). იფიქრა და მოისაზრა: საჭირო საუბრები ლოგინში უფრო სასიამოვნო იქნებაო. არა, მაინც რა ტანჯული ვინმე გვყავს ეს მიშიკო. ამ დრომდე სექსუალურ მოძალადეს არაფრით გავდა, უფრო მსხვერპლი იყო. მახსოვს, ამბობდნენ ერთ ზაფხულს ვიღაც ქობულეთელ ქალს გადაყრია, უფიქრია, რა მოხდა «пляжный роман» -ი გამომივა, გავერთობიო ცოტას. გაერთო კი არა, მას შემდეგ იმ ვიღაც ქალის წიოკი მთელს ადმინისტრაციულ შენობაში ისმოდაო კარგა ხანს. იმასაც ამბობენ, მიშიკოზე არა ნაკლებ შეშინებული მისი მდივანი ნახევარ სამუშაო დღეს ჩაკეტილ მისაღებში ატარებდაო, იმედგაცრუებული ქობულეთელი ქალის შიშით. ჩანს გაუარა იმ შიშის ზარმა. - `ოქრო~ ვინაა, ახლა მე ვარო მისი `კრიშა~. ის უმუშევარია, მე კი ამხელა ქვეყანაზე არ ვიკარგები, ცა ქუდად მომეცა და შიდა ქართლი ქალამნადო. ვინაა ის ვინც ბუზს ამიფრენსო?! ვიდრე გორში განახლებული სასულიერო გიმნაზია ახალ სტალინს გამოზრდიდეს, ვიბოგინებო წყნარად - ფიქრობს ალბათ პატარა ბიჭი მიშიკო. დადგა საბედისწერო 11 მარტი. სიცოცხლეშივე ლეგენდა კაცი, გეცნობებათ ალბათ გამოჩინებული მსახიობი, ახალგამომცხვარი რეჟისორი და გორის თეატრის ამშენებელი (3 წელია გორშია და სულ რემონტი აქვს) რამაზ იოსელიანი, საკუთარ იუბილეს აღნიშნავდა, სოფელ ხიდისთავში. მიწვეულ სტუმართა სიას მიშიკო ედგა სათავეში. შეზარხოშებულს ერთი სანდომიანი ახალგაზრდა გოგო, თბილისიდან მოწვეული მსახიობი მოსვლია თვალში. მეტად თამამი მშვენიერი არსება, ადვილად ხელმისაწვდომი ეჩვენა და მიმართა: _ გენაცვალე ერთი ჩემთან გადმოჯექი! (ჩვენი წყარო არ აკონკრეტებს `ტუკლი-ტუკლი, პატარა გოგოო~ წამოსცდა თუ არა) _ არა! _ უიმე, რათა? - იტკიცა ქარელმა. _ გადაჯექი, ქალო, თეატრს ასე სჭირდებაო, თავი გამოიდო ახალგაზრდა მსახიობის თეატრისადმი ერთგულებაში დარწმუნებულმა, რამაზ იოსელიანმა. _ არა, არა და არაო. შეყვარებული მყავსო. დაიჟინა მომავალმა მსხვერპლმა. მოკლედ არ იქნა და არ იკადრა მიშიკოს გვერდის დამშვენება ჯიუტმა ქალმა. ჩანს შეყვარებულსაც დაურეკა - მომხედე, წამიყვანე აქედანო. შეყვარებული მივიდა. თურმე გარეთ, ეზოს კარებთან ელოდა, მანქანით. აბა რას წარმოიდგენდა, რომ მისი სატრფო წივილ-კივილით შეტენეს პრეზიდენტის რწმუნებულის მანქანაში, თან არწმუნებდნენ – თეატრს ასე სჭირდებაო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მიშიკოს მანქანას დამწვარი საბურავების სუნი გამოყვა, ჩანს მიხვდა რაც მომხდარიყო. მერე კი მოიაზრა და დაედევნა თავაწყვეტილი გუბერნატორის მანქანას. მდევარი ღირსეულმა რწმუნებულმაც შენიშნა და ქალი გაქანებული მანქანიდან გადმოაგდო თუ თვითონ გადმოხტა, ტყუილს ვერ გეტყვით, ქალმა და მიშიკომ იციან მხოლოდ. გაცოფებულმა შეყვარებულმა გასისხლიანებული ახალგაზრდა მსახიობი ასფალტზე დაგდებული იპოვა, უგონო მდგომარეობაში. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო, მაგრამ რატომღაც ახალგაზრდა მსახიობის ახალგაზრდა შეყვარებულს ვერ არწმუნებენ ამ ამბავში. ჩანს მან კარგად უწყის, რომ `დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი~. ა.შ. სამწუხაროდ არ შეგვიძლია ამ ამბის მონაწილე, ფაქტობრივად მსხვერპლთა ვინაობა დავასახელოთ. დაინტერესებულ პირებს კი დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებათ მათ მოსაძებნად. ამ ამბის არაერთი მოწმე არსებობს, ყველას ხომ ვერ ამოუკერავს პირს ვერშემდგარი სექსუალური მოძალადე? `ჯორჯიან თაიმსი~ ყოველი შემთხვევისათვის გორის თეატრის მთავარ რეჟისორს, რამაზ იოსელიანს მაინც დაუკავშირდა. `რას ამბობთ, იდიოტიზმებზე რა კომენტარები უნდა გავაკეთო. მსგავსი არაფერი მომხდარა. კატეგორიულად უარყო წერილში მოხსენიებული ფაქტი რამაზ იოსელიანმა. ამის შემდეგ ისევ ანონიმ ინფორმატორს დავუკავშირდით დაესახელებინა იმათი ვინაობა, ვინც 11 მარტს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამაზ იოსელიანის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და ამ ფაქტს დაადასტურებდა. თან, ბუნებრივია, იმ ახალგარდა მსახიობი ქალის ვინაობითაც დავინტერესდით, ვინც წერილში ქარელის მსხვერპლად ფიგურირებდა. პასუხმაც არ დააყოვნა და ანონიმმა ინფორმატორმა რამდენიმე პიროვნების კოორდინატები გვაცნობა. მათ შორის, იმ ახალგაზრდა მსახიობის გვარ-სახელიც იყო მითითებული. თუმცა ჩვენ ამ ქალბატონის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო სტატიაში არ მივუთითებთ, მაგრამ სხვებთან ერთად, ბუნებრივია, მასაც დავუკავშირდით. გორის თეატრის მსახიობმა მერაბ ჭანკოტაძემ დაადასტურა, რომ 11 მარტს სოფელ ხიდისთავში რამაზ იოსელიანის დაბადების დღეზე ნამდვილად იმყოფებოდა და სუფრას ქარელიც და წერილში ნახსენები ახალგზრდა მსახიობიც ესწრებოდნენ. თუმცა ინციდენტი უარყო. ცოტა ადრე წამოვედი და შემდეგ რა მოხდა, წარმოდგენა არა მაქვსო. არც შემდგომ დღეებში გამიგია რამე ამის შესახებო. `ვინმეს რამე რომ სცოდნოდა, რაღაც ინციდენდეტზე, რაზეც ამბობთ, იქნებოდა საუბარი~, _ განაცხადა მან. თითქმის იგივე გაიმეორა გორის თეატრის დირექტორის მოადგილემ გიორგი მაჭარაშვილმაც. არაფერი არ მინახავს და არც არაფერი გამიგიაო. თეატრის თანამშრომლის ნოდარ ნიჟარაძის პასუხიც იდენტური გახლდათ: `სიმართლე გითხრათ, პირველად მესმის~. შიდა ქართლის კულტურისა და სპორტის სამხარეო სამსახურის უფროსმა რობერტ მაღლაკელიძე კი დაიფიცა 11 მარტს ხიდისთავში არ ვყოფილვარ, იმ დღეს თბილისში გახლდითო. დავუკავშირდით იმ ახალგზრდა მსახიობსაც, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ. პასუხი ამჯერედაც უარყოფითი გახლდათ. თან ისიც გვითხრა, გორის თეატრიდან წამოვედიო. თუმცა, რატომ დატოვა მან გორის თეატრი სწორედ 11 მარტის შემდეგ? პასუხი ასეთი იყო: `მე მგონი ეს გამოძიება არ არის საჭირო არაფერში და მე არა ვარ ვალდებული რომ თქვენს კითხვებს ვუპასუხო.~ ახალგაზრდა მსახიობის თეატრიდან წასვლის მიზეზის გასარკვევად გორის თეატრის დირექტორის მოადგილეს გიორგი მაჭარაშვილს დავუკავშირდით, მაგრამ მან მხოლოდ წასვლა დაგვიდასტურა. არც განცხადების თარიღი მახსოვს და არც წასვლის მოტივი ვიციო. `ჩვენ შემოქმედებაში არ ვერევით. მე ვარ ტექნიკური პერსონალი~, _ დასძინა მან. ამიტომ ისევ რამაზ იოსელიანს გადავურეკეთ: `ჯ.თ~: `(მსახიობის სახელს ვეუბნებით) თეატრიდან 11 მარტის შემდეგ რატომ წავიდა? რამაზ იოსელიანი: რა ვიცი, უნდოდა წასვლა და წავიდა. რა ვქნა მე? _ წასვლის მოტივად რა მოიყვანა? უხელფასობა, ცუდად მოპყრობა, რაიმე პრობლემა, თუ სექსუალური ძალადობა? _ იმიტომ რომ აქ ნაქირავებში იყო და ვერ შეძლო, ალბათ, ქირების გადახდა. ხელფასი ხომ პატარა გვაქვს ჩვენ. მერე თეატრში თბილისში თამაშობს სპექტაკლებს. _ ხელფასი რომ პატარა გაქვთ, მან 11 მარტამდეც იცოდა. რატომ მაინც და მაინც თქვენი დაბადების დღის შემდეგ წავიდა? _ მე 13 მარტს მაქვს მაგის განთავისუფლებაზე ხელმოწერილი. _ ანუ დაბადების დღიდან ორ დღეში დაწერა განცხადება? _ ხო. მერე რა?..~ რაც შეეხება ანონიმი ინფორმატორის მიერ მოწოდებულ მასალაში შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს, მასთან დაკავშირება დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვახერხეთ. ჯერ ზარზე არავინ პასუხობდა, ხოლო შემდეგ უკვე საერთოდ ზონიდან გავიდა. გადავრეკეთ შიდა ქართლის გუბერნატორის სამდივნოში. გუბერნატორის თანაშემწემ კი გვაუწყა ქარელი ადგილზე არ იმყოფებაო. ამიტომ მისი პოზიცია ვერ დავაფიქსირეთ. სამაგიეროდ ერთ-ერთმა ყოფილმა მსახიობმა ქალმა პირად საუბარში აღნიშნა: `რაღაც ჭორად კი გავიგე, რომ საქეიფოდ იყვნენო და იმის მანქანაში ჩაჯდაო თუ ჩაუსვაო. ვითომ ქარელის მანქანაში ჩაჯდა და წავიდაო...~ ცხადია, ვერც ამ ინფორმაციას დავეყრდნობოდით. ამიტომ ანონიმ ინფორმატორს მივსწერეთ, თუ დამატებით ინფორმაციას არ მოგვაწვდიდა, მასალას ვერ დავბეჭდავდით. პასუხმაც არ დააყოვნა. მან კვლავ დაადატურა მოწოდებული ინფორმაცია. ამასთან მისი ბოლო წერილიდან ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიქცია. გთავაზობთ ამ ამონარიდს: `მზის~ (საუბარია ტელეკომპანიაზე. წერილში მოყვანილი ამონარიდის სტილი დაცულია, _ ავტ.) ეთერი გაიხსენეთ. საქართველოს ყველა თეატრს პრობლემები რომ ახრჩობს, ყველა რომ ჩიოდა იღუპებაო თეატრი, მხოლოდ იოსელიანი აღმოჩნდა მშვიდი და თქვა, რომ გორში ყველაფერი კარგადაა, მიშა ქარელს კითხეთ იმან იცისო წარმატების საიდუმლო. ასეთი საიდუმლოებები აქვს ამ ხალხს. თეატრი კი ფიზიკურად ინგრევა. წარმოდგენები მხოლოდ მცირე დრბაზში იმართება. თეატრი კი ფულის რეცხვის აგრეგატად აქციეს. სწორედ ბოლო ინფორმაციამ გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა. იმიტომ რომ ან ახლაგაზრდა მსახიობთან დაკავშირებულ ინცინდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი, ან ანონიმი ინფორმატორი საშიში პროვოკატორია, რომელიც მიზანმიმართულად ინტრიგებს ხლართავს და ცილს სწამებს პატიოსან ადამიანებს. ამ შემთხვევაში მიშა ქარელს და რამაზ იოსელიანს. ამიტომ შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებთ ამ ფაქტით დაინტერესდნენ. ჩვენ კი მოვლენებს გვერდიდან მივადევნებთ თვალს, რადგან ნათქვამია, მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრი უნდა წავიდეს. პ.ს. როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ სირზი ამბობს, პრესა ოიპოვებს ინფორმაციას ან უშუალოდ თქვენგან, ან თქვენი დაუძინებელი მტრებისგან... ფრიდონ დოჩია, ნათია ბერსენაძე , `ჯორჯიან თაიმსი" 2007.03.30 15:51
|