#5217239 · 1 Apr 2007, 23:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
khinklis katarsisi
არ გაქვთ სწორი ინფო, თუ შეიძლება ხელფასს ნულებს ნუ აკლებთ. ეხლახან ბატონი გია მენაბდე გახლდათ ჩემთან სტუმრად და ვკითხე თქვენს პოსტში განხილული საკითხის შესახებ.
ვაკანსიები სულ 10-ია, ხელფასი - 3500 დან 4000 ლარამდეა, მაგრამ მოთხოვნები უფრო მკაცრია. კონკურსანტებმა უნდა შეძლონ საკუთარი არტერიული წნევის 40/20-მდე დაგდება, ციანოზისა და მოციმციმე არითმიის იმიტაცია. უნდა გაუძლონ დღეში 20-მდე სხვადასხვა პრეპარატის კუნთში და ვენაში ინექციას. ქალებმა 30-მდე ბიმანუალურ გასინჯვას, ხოლო მამაკაცებმა ამდენივე პროსტატის რექტალურ გამოკვლევას.
მომავალში პროფესიონალ პაციენტებს გამოიყენებენ ქირურგებისათვის ლაპარასკოპიული ოპერაციების სასწავლებლად, რისთვისაც სსუ-მ უკვე გამოიწერა 5 ც აქსიომას ფირმის ლაპარასკოპიული სტოიკა. კარლ შტორცი ძალიან ძვირია, მოგეხსენებათ, მაგრამ რუსული აქსიომაც არ არის ცუდი, აკვაპურატორი რო არ უფუჭდებოდეს და კოაგულატორი რომ ჰქონდეს ცოტა უფრო მძლავრი.
ლაპარასკოპიული ოპერაციების სწავლებაში გამოყენებისას პროფესიონალ პაციენტთა ხელფასი 7 000 ლარს მიაღწევს.
This post has been edited by makvala on 1 Apr 2007, 23:37
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|