* * *
"რეზონანსი" # 86 ხუთშაბათი, 1 აპრილი, 2004 წელი
პრეზიდენტი სააკაშვილი კი
საპატრიარქოდან იძლეოდა კომენტარს: "
მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა". სააკაშვილის თქმით, ასეთი დიდბუნოვანი ადამიანი იმ დროისათვის მიუღებელი იყო და იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ.
* * *
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ¹174
2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის ¹60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის,
საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ივანე მერაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;
ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი;
გიორგი ანდრიაძე - საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი;
მანანა არჩვაძე-გამსახურდია - კომისიის წევრი;
ტარიელ ფუტკარაძე - კომისიის წევრი;
მანანა ტაბიძე - კომისიის წევრი;
მერაბ რაფავა - კომისიის წევრი.
მიხეილ სააკაშვილი
* * *
"რეზონანსი", # 138, სამშაბათი, 25 მაისი, 2004 წელი
(ინტერ-პრესი) გენპროკურატურა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტთა სახლში გამართულ ბრიფინგზე გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა ტარიელ ფუტკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე აღძრული არ ყოფილა. "მთავრობა თვლიდა, რომ პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ საქმე გენპროკურატურამ გააჭიანურა," - აღნიშნა ფუტკარაძემ. მან პროტესტი გამოთქვა კვირას მამა დავითზე გამართული ე.წ. სამოქალაქო ომის დროს დაპირისპირებულთა შერიგების პროცესის გამო.
* * *
ამონარიდი გენპროკურორის 2003 წლის 29 დეკემბრის #50-7 ბრძანებიდან: "საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი კომისა, რომელიც მოახდენს 1991-92 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას
ფიზიკური ლიკვიდაციისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი) სხვა მოვლენების ირგვლივ გამოძიებულ საქმეთა გადასინჯვას".
* * *
"რეზონანსი" # 85 ოთხშაბათი,
31 მარტი, 2004 წელი გენპროკურორმა დღეს ძველი საქმეებისთვისაც მოიცალა. მისი ბრანებით,
18 თებერვალს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება განახლდა. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურისა და შსს-ს გამომძიებლების შემადგენლობით. ჯგუფის ხელმძღვანელად პოლიტიკური საქმეების გამოძიებაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროკურატურის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე რეზო ზარანდია დაინიშნა.
* * *
"რეზონანსი" # 130 ორშაბათი, 17 მაისი, 2004 წელი
გენერალურ პროკურატურაში თავს იკავებენ იმ დეტალებზე საუბრისგან, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის
მკვლელობის და მის მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრული საქმეების გამოძიებას ეხება. გენპროკურატურაში მინიშნება უკვე გაკეთდა იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც ნივთმტკიცება, რასაც გამსახურდიას მკვლელობის ვერსიისკენ მივყავართ.
გენერალური პროკურორის მოადგილემ,
კახა კობერიძემ "მთელ კვირას" განუცხადა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის ძიებასთან დაკავშირებული საპროცესო მასალები ორ კვირაში გახდება ცნობილი.
* * *
"ახალი თაობა" # 273 3 - 9 ოქტომბერი, 2004 წელი
საქმის გამოძიება კარგა ხანია მიმდინარეობს და შედეგი არ არის. ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული. მან შექმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც მთავრობის წევრებიც შედიოდნენ. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი საერთოდ ვერ შეიკრიბა და ვერ იმუშავა. ამის შემდეგ გაკეთდა გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადება, ეს იყო
ამა წლის მარტში, რომ ამ საქმეს გახსნიდა და
ორ კვირაში აცნობებდა საზოგადოებას შედეგებს. ჩვენ ვნახეთ, რომ არც ეს დაპირება არ შესრულდა. ამის შემდეგ მე რამდენჯერმე მივწერე გენერალურ პროკურატურას წერილი შეკითხვით, თუ რა სტადიაზე იმყოფებოდა საქმე და მივიღე პასუხი, რომ
ვერ ხერხდებოდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სამი კვირის წინ, ანალოგიური წერილით მიმართა გენერალურ პროკურორს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ (როდესაც ბიურომ დაავალა). გენერალური პროკურატურიდან მოვიდა პასუხი, რომელშიც
გენერალური პროკურატურა ღიად მიუთითებს, რომ მას დამოუკიდებლად ამ საქმის გამოძიება არ ძალუძს.
* * *
ახლა 2007 წლის აპრილია...
საქმის წამოწყებიდან - რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულებულიყო - 3 წელი გავიდა...
პროკურატურას ამ საქმის გამოძიება არ ძალუძს...* * *
გუშინ „პოსტსკრიპტუმმა“ უჩვენა ვიდეოდოკუმენტი რომელიც ამტკიცებს, რომ
პისტოლეტი „სტეჩკინი“ (მთავარი ნივთმტკიცება - რომლიდან გასროლილმა ტყვიამაც ზოგიერთი მოსაზრებით იმსხვერპლა ზ.გ.) რამდენიმე წელია ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქვს (და არა პროკურატურას)...
„პოსტსკრიპტუმში“ იყო აგრეთვე სპეციალისტის დასკვნა (მოსაზრება), რომ სასამართლო ექსპერტიზის გარეშე გამოძიებას მომავალი არ გააჩნია...
ვიდეო:
http://bpg.sytes.net/simartle/media/Georgi...m_01-apr-07.wmv* * *
ფორუმზე თემა შეიქმნა:
2 Apr 2007, 13:55* * *
This post has been edited by ბპგ on 2 Apr 2007, 18:41