ბრიტანეთში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, სადაც გაიმარჯვეს კონსერვატორებმა (ძირითადად), მაგრამ შოტლანდიაში სენსაციური შედეგი აჩვენა შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (snp), რომელიც მხარს უჭერს შოტლანდიის დამოუკიდებლობას. 129 ადგილიდან აიღო 47, რაც 20-ით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 4 წლის შემდეგ ნაციონალისტებს უმრავლესობა ექნებათ შოტლანდიის პარლამენტში... მერე კი შეიძლება დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში...
აქ რო იჩითება ერთი სუბიექტი და ქადაგებს "ფედერასტიულ" იდეებს და "მონარქიას ფედერაციაში", აგერ თვით დიიიდი ბრიტანეთი, ზეგანვითარებული ქვეყანა, რომელსაც უძლიერესი მექანიზმები აქვს ერთიანობის შესანარჩუნებლად, როგორიცაა დიდი კაპიტალის ინტერესი, მძლავრი საშუალო ფენა, პოლიტიკური ტრადიციები და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თანდათან დგება დაშლის საფრთხის წინაშე.
იყო მონარქია, შექმნეს ფედერასტიის მაგვარი რაღაც, მისცეს შოტლანდიას პარლამენტი და პარლამენტის შექმნიდან სულ რაღაც 8 წელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია უკვე აქვთ სეპარატისტებს... რაც სრულიად ლოგიკურია, მე რომ მკითხოს კაცმა, რადგან ჯინს რომ გამოუშვებ ბოთლიდან, მერე უკან დაბრუნება ძნელია...
ჰოდა, იყო მონარქია, გახდა ფედერასტია, მალე კი ისევ მონარქია დარჩება, ფედერასტიის გარეშე.
და შოტლანდიის გარეშეც.

ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთმა კიდე შეიძლება რამე მოახერხოს, მაგრამ ცხადია, რომ სერიოზული საფრთხეები არის ფედერასტიული მოწყობის ელემენტებში და დიდი სიფრთხილეა საჭირო, მითუმეტეს, სრულ ფედერალიზაციაზე საუბარიც კი არ შეიძლება.