სიმართლე გითხრათ, უკვე მეორედ დავხურე, რათა უფრო ზუსტი ვყოფილიყავი განხილვაში. მაშ ასე, სამარხების მძარცველის მესამე სერია.
როგორც ჰელფიდან ვიგებთ, ლარას გაუგია, რომ მეტეორიტი ჩამოვარდაო ინდოეთშიო. ხოდა წავიდა რომ მისი ნარჩენები იშოვოს. თუმცა, გვეუბნება ჰელფი, მისი თავგადასავალი გაცილებით გაგრძელდაო.
და მართლაც, თამაშის ერთად-ერთი ვიდეო (რომლის ჩართვაც გარკვეულ მოხერხებულობასთან არის დაკავშირებული) გვიჩვენებს, როგორ ჩამოვარდა მეტეორიტი, აღგავა პირისაგან მიწისა ჯუნგლები და მერე როგორ ეძებენ ამ მეტეორიტს თუ რა ვიცი რას ეძებენ ანტარქტიდაში ვიღაცა უცნაური ხალხი. თვით მეოთხე სერიაშიც კი გაცილებით მეტი ( 7 ცალი თუ არა ვცდები) ვიდეოა, ვიდრე მესამეში.
თამაში შეიძლება დავიწყოთ სახლიდანაც, სადაც გარკვეული არტეფაქტების ნახვა შეიძლება, თუმცა გამოვტოვოთ სახლი, მით უმეტეს რომ თამაშში არაფერიც არ გადაგყვებათ.
თვითონ თამაში ისე სავსეა სადაც რომ არ ელოდები და მაინცადამაინც იქ რომაა secret-ები, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითა ეგრევე თქვენს ცხირწინ არის ვინჩესტერი, მაგრამ თუ არ იცი ზუსტად სადაა, ნურას უკაცრავად, ვერ აიღებ. დაჟე რომ იცი, მაIშნაც კი რთულია მისი მოპოვება.
გრაფიკა და დვიჟოკი ისევ ისეთია, როგორც პირველიდან მეხუთე TR-ს ჩათვლით, მაგარამ აი ლარას მოძრაობები კი ნი-ნი! შემდეგი, მეოთხე ტომბ რაიდერისაგან განსხვავებით ლარას არ შეუძლია დაჩოქილი მოტრიალდეს და კედლებს გარშემო შემოუაროს, როდესაც ზედ კიდია. სამაგიეროდ მას აქვს ბაზუკა არსენალში, ასევე უამრავი გადაადგილების საშუალება, მათ შორის კვატროციკლიც. და ტომბ რაიდერ 3 ერთადერთი ტომბ რაიდერია, სადაც შემეშინდა შუქის ანთების გარეშე სადმე გავლა.
TR3 ის ბოლო ეტაპი, დაკარგული ქალაქი ტიტანოსი, ჯობია ერთად აღებულ TR4-ს და 5-ს თავისი მონსტრებითა და რა ვიცი რა ჯანდაბა და დოზანები არა. TR4-ში სულ 2 ადგილად შემეშინდა, 5-ში არსად, 7-ში - წყლიდან რომ დრაკონმა ამოყო თავი, უფრო აღვფრთOვანდი ამ ცხოველით, ვიდრე შემეშინდა. რაც შეეხება 3-ს, ეს სხვა კლასია. წინა 4 ოთახი არაფერია მეხუთე, ანტარქტიდასთან შედარებით, სადაც იმდენ საშინელებას ნახავთ, წყლის ჩათვლით, რომ სურვილი დაგეკარგებათ ოდესმე ანტარქტიდაში ჩასვლისა.
მუსიკები ძალიან მაგარი აქვს, ხმებიც ასევე, ზოგიერთ მომენტში გაიფრენდნენ ხოლმე ღამურები, რაც მნიშვნელოვნად ჭედავდა ჩემს პII-ს. სიუჭეტი.. მართალი იყო 7th guest, როდესაც მეუბნებოდა სიუჟეტი მოიკოჭლებსო. ამ მხრივ ყველა ნანახ TR-ს მეოთხე ვერსია ჯობია. თუმცა ამასაც ტავისი მუღამი აქვს. ხშირად ისე შეიძლება მოხდეს, რომ გზა ვერ იპოვო. დაჟე მეორეთ რომ დავიწყე თამაში, ერთ ადგილას მაინც გავიჭედე და იძულებული გავხდი სოლოუშენში ჩამეჭყიტა.
სხვა რა დავამატო? 5 განსხვავებული გარემო შეგხვდებათ თამაშში, ესაა ინდოეთი თავისი შივებით, კობრებით, ვეფხვებით და შხამიანი ისრებით. ასევე ნევადას 51 ზონით ცნობილი უდაბნო, ავტომატიანი ხალხით, უცხოპლანეტელებით, დაკუნთული პატიმრებით და დაცვის უმაღლესი სიტემით. ესაა ნისლიანი ლონდონი, ვირთხებით, პანკებით, რობოტებით და ქერათმიანი შეფიკოთი. მოხვდებით წყნარი ოკეანის კუნძულებზე, მაპუტუს ტომის ხალხთან, ნიანგებთან, ლოდებთან, დინოზავრებთან (სხვათა შორის ერთ, ყველაზე დიდ დინოზავრთან დაჟე კაიფიც შეიძლება) და კუმა-კუმას მდინარე-ლაბირინთებთან. და ბოლოს ანტარქტიდა - ძაღლები, ზომბები, ვაგონეტები, საშინელი მონსტრები, დამპალი ნემსიყლაპიები და გამოქლიავებული ობობა შეფი.
ეგ იყო სულ. და როგორც ყვეეელა ტომბ რაიდერიც, ესეც ისე დებილურად მთავრდება, კააცი შვილი ვერ გაიგებს რა მოხდება მერე... თუმცა სოლოუშენში ეწერა, რომ ლარა მივა სახლში, სადაც ვიღაცა უცხო ხალხი დახვდება და ყველას გადაბრიდავს. მაგრამ ეს ოთახი (ყველა წმინდანის დღე) თUრმე თუკი ყველა secret-ს მოაგროვებ, მერე გეძლევა, მათი მოგროვება კი, როგორც ვთქვი, დიდ მიხვედრილობასა და მახვილ თვალzეა დამოკიდებული. (არა გავს TR 7-s?)
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: