აქ ბევრმა კი იცის, მოკლედ, 38 კვირის ორსულმა მოვიტეხე ფეხი, კოჭის ზემოთ ორივე ძვალი.
თაბაშირი მეკეთა მხოლოდ 1 თუ 2 დღე, მერე ასკურავა მიხვევდა ხოლმე. ამაზე დაცინვებს არ ვართ

მე თვითონაც ბევრი დავცინე საკუთარ თავს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, სამშობიაროში იმდენკილოიანი თაბაშირით ვერ ვიქნებოდი. სასწრაფოდან რომ მიმაქანეს ღუდუშაურში, იქ საერთოდ რკინების ჩადგმა უნდოდათ, მაგრამ ორსულად რომ ვიყავი, გადაიფიქრეს.
გავიდა უკვე სამი თვე. ტკივილით არ მტკივა, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, არ მაწუხებს საერთოდ.
დღეს ვიყავი რენტგენზე (ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინც). ყველაფერი კარგად არისო, ოდნავ რაღაც პოსტ-ტრავმული ნაპრალიაო თუ ხაზიო, ეგეც ნორმააო.
ოდნავ ვკოჭლობ - იმის გამო, რომ ჯერ კიდევ შესიებულია და ფეხს სრულად ვერ ვხრი. კოჭლობის და შესიების გამო კი თუ გინდა, ტრავმატოლოგი ნახე და რაიმეს დაგინიშნავსო. ძალიან აუცილებელიც არ არისო.
ჰოდა რადგან ძალიან აუცილებელი არ არის

იქნებ აქ იყოთ ვინმე, ვინც მირჩევდა:
1. არის რაიმე მაზი ან წამალი, რომელიც დაეხმარება ჩემს კარგადშეხორცებულ ფეხს დაიცხროს შესიება? ნელ-ნელა ისედაც მიცხრება თავისით, მაგრამ ცოტა მომბერდა კოჭლობა.
2. ბევრი სიარული ცუდია თუ კარგი?
3. ვავარჯიშო ზემოთ-ქვემოთ დახრაში (რაც ცოტა მიჭირს) თუ შევეშვა?