გეპატიჟებით ყველას! ჰოსტინგის გაცვლის კლუბი დავარქვათ, თუ გინდათ

მე პირადად ვიყენებ servage-ს და ვეძებ ვინმეს (რაც შეიძლება მეტ მსურველს), ვისაც აქვს არაქართული/რუსული ჰოსტინგის რესელერის ან VPS ან რამე მაგვარი პაკეტი.
აზრი შემდეგია: მე დამიგროვდა საიტები, რომელიც გაკეთებული მქონდა გუგლის ედსენსისთვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაიქაჩა. სამაგიეროდ გარკვეული PR დააგროვეს, რისი გამოყენებაც შეიძლება linking strategy-ში. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ლინკები მოდიოდნენ სხვადასხვა IP მისამართებიდან.
მე გაძლევთ FTP დაშვებას ჩემს ვებ სივრცეზე და თქვენ სამაგიეროდ მიხსნით FTP ექაუნთს თქვენთან, სადაც შევძლებ ჩემი საიტების ატვირთვას.
ესეთი სტრატეგია ბევრად გააფართოვებს ლინკებით გაცვლის შესაძლებლობებს.