1. მაგთიფანიდან არცერთი მიმართულებით გაგზავნილი სმს-ი არ ჩამოგაკლებთ მობილური ტელეფონის ბალანსიდან თანხას, ანუ მაგთიფანს აქვს თავისი ვირტუალური ანგარიში, რომელიც კავშირში არ არის თქვენი ტელეფონის ბალანსთან (იხილე შენიშვნა პუნქტ 4-ში);
2. მაგთიფანიდან შეიძლება სმს-ების გაგზავნა როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში;
3. მაგთიფანიდან ვერ გაგზავნით სმს-ებს უცხოეთის იმ ოპერატორების ქსელში, რომლებსაც შეზღუდული აქვთ შემომავალი სმს-ი. ანუ, ვერც უფასო და ვერც ვირტუალური კრედიტის ფარგლებში ვერ გაგზავნით ამ მიმართულებით სმს-ებს და სისტემა ამის შესახებ შეცხომის სახით შეგატყობინებთ;
4. შენიშვნა: მობილური ტელეფონის ბალანსიდან თანხის მაგთიფანის ვირტუალურ ანგარიშზე გადატანა შეიძლება მხოლოდ წინასწარ, სპეციალური პროცედურის საშუალებით:
http://magtifun.ge/sms2/window.php?L=geo&action=30