ორშაბათიდან ტელეკომპანია "იმედი" იწყებს ახალ ამერიკულ ტელესერიალს
"24 საათი".
"დაკარგულების" ჩვენება შეჩერდა მანამ, სანამ არ დასრულდება მისი მესამე სეზონის გადაღებები და ჩვენება ABC-ის არხზე.
24 საათი მრავალი "ემისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი ამერიკული სერიალია, რომელსაც "ნიკიტასა" და "საიდუმლო მასალების" შემქმნელები წარმოგვიდგენენ.
პირველად იგი 2001 წელს გავიდა ტელეკომპანია "ფოქსის" ეთერში. მას შემდეგ, რაც მთავარი როლის შემსრულებელმა კიფერ საზერლენდმა პირველივე სეზონის ნახევარში ოქროს გლობუსი მოიპოვა, ტელეკომპანიამ სერიალის გაგრძელება გადაწყვიტა და დღეს უკვე მისი მეექვსე სეზონი გადის ეთერში.
ექვსი წლის მანძილზე სერიალმა, როგორც აშშ-ში, ისე დიდ ბრიტანეთში, რეიტინგებისა და ჯილდოების ყველა რეკორდი მოხსნა.
სერიალი რეალურ დროში მიმდინარეობს. თითო სერია ასახავს ზუსტად 1 საათს ამერიკელი სპეცაგენტის ჯეკ ბაუერის ცხოვრების ერთი დღიდან. სეზონში 24 სერიაა, ანუ,
24 საათი. მაყურებელს კი საშუალება ეძლევა რეალური დროის რეჟიმში ადევნოს თვალი ერთი, ყველაზე დაძაბული და გრძელი დღის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს!
თქვენ ყოველი წუთისა და წამის მომსწრე გახდებით, რაც კიდევ უფრო რეალურია სერიალში გამოყენებული სიუჟეტის ასახვის ახლებული მეთოდებით, როდესაც მაყურებელი ერთდროულად 3-4 ადგილზე განვითარებულ სიტუაციას ადევნებს თვალს, რათქმაუნდა, ამ ცნობილი საათის თანხლებით:
პირველი დღე, ანუ, პირველი სეზონი იწყება და მთავრდება შუაღამისას. ამ დღეს კალიფორნიას შტატში საპრეზიდენტო პრაიმერი იმართება. კონტრ-ტერორისტული ორგანიზაციის (CTU) აგენტ ჯეკ ბაუერს (კიფერ საზერლენდი) ლოს-ანჯელესში იბარებენ და აცნობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ დევიდ პალმერზე თავდასხმა იგეგმება. ბაუერის ცოლი და თინეიჯერი ქალიშვილი კი იმავე ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოიტაცა, რომელიც კანდიდატ პალმერის მკვლელობას გეგმავს.
აღმოჩნდება, რომ CTU-ს ერთ-ერთი თანამშრომელი ტერორისტებს შიგნიდან აწვდიდა ინფორმაციას. ყველაფერ ამის ფონზე, ჯეკ ბაუერი აცნობიერებს, რომ მისი ოჯახის გატაცების უკან მისი ძველი ნაცნობი დგას, CTU-ში კი შეიძლება კიდევ რამოდენიმე გამყიდველი აღმოჩნდეს.
მისი შეუსრულებელი მისია კი სენატორ დევიდ პალმერისა და საკუთარი ცოლ-შვილის
24 საათში გადარჩენაა, მაშინ, როდესაც არავის ნდობა არ შეიძლება...
არ გამოტოვოთ არცერთი
24 საათი, ყოველ საღამოს, 22 საათზე, იმედის არხზე.
* * *
სპოილერების წერა რათქმაუნდა აკრძალულია! 
(ვინც არ იცის: სპოილერი ეწოდება წინასწარ რაიმე ინფორმაციის დაწერას მანამ, სანამ ეს სერიალში მოხდება და მას მაყურებლები იხილავენ.)