გუშინ უცნაური სიზმარი ვნახე
პირველად ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილი დამესიზმრა.
ვითომ ჩვენი ფირმის ოფისში მოვიდა, ჩემთან შემოვიდა და მითხრა გაგდებ სამსახურიდან, ხვალიდან აქ არ დაგინახო მოსულიო. შემდეგ ჩემს უფროს მიუბრუნდა და უთხრა ხვალიდან ეს კაცი აქ არ ვნახოო და წავიდა.
არა და ორი თვის წინ დამაწინაურეს სენიორ ექაუუნთანთ (უყფროსი ბუღალტერი) გავხდი და ამ სამსახურის დაკარგვა ნაღდად არ მინდა თან ჩემს საქმეს მშვენივრად ვაკეთებ.
ხომ ვერ დამეხმარებით ამ სიზმრის ამოხსნაში?