მახსოვს ერთ-ერთი ფორუმელი ამტკიცებდა, მორწმუნე ადამიანის ტვინი სხვანაირად არისო მოწყობილიო და თან იაფფასიანი საიტიდან ინფორმაცია მოჰყავდა, მეცნიერებმა დაამტკიცეს ესო. ნეტა რომელმა მეცნიერმა ჩაიხედა მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანის ტვინში.
გაზეთ ასავალ-დასავალში დაბეჭდილმა "ღრმად ფილოსოფიურმა" და "მაღალ თეოლოგიურმა" ინფორმაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასავალ-დასავალი ერთ დროს კარგ საქმეს აკეთებდა, როცა სააკაშვილის სამარცხვინო მოძალადე რეჟიმს ებრძოდა. დღეს კი ასავალ-დასავალი გვევლინება ნატოს, ევროკავშირისა და სხვა ცივილური სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად. სამაგიეროდ ეს გაზეთი უზომოდაა შეყვარებული რუსულ იდეოლოგიას და რუსულ სახელმწიფოს. დღეს ეს გაზეთი რუსული პროპაგანდისტული მანქანის დასაყრდენად გვევლინება საქართველოში.
თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებენ ყოველგვარ გაყალბებულ და ცრუ ინფორმაციებს, რათა თავიანთი ფანატიკური მომხრეების რიცხვი გაზარდონ. ამიტომაც ამ გაზეთში გასული ასეთი ინფორმაცია ნამდვილად აღარ გამკვირვებია:
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)