ამას სერიოზულად აპირებენ თუ ისევ პირველი აპრილი ჰგონიათ?
მეგობრის მამა ცხოვრობს სოლოლაკში.
პენსიის მეტი არაფერი აბადია.
გუშინ ვიყავით, მოვინახულეთ და დაიჩივლა. კულტურულ ზონაში შეიძლება მოხვდეს ჩემი სახლიო.
ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან გამირემონტებენ და გამილამაზებენ და შიგნით მე ვარ ვალდებული. თუ არ გავარემონტე, ჯარიმას ავიკიდებო.
კაცი ამას ჩიოდა და ახლა გადასახადი 3 ლარი კვადრატულზე

.
არადა მინიმუმ 40 კვადრატული მაინც აქვს.
ე.ი. თვეში 120 ლარი უნდა იხადოს მინიმუმ.
ეს ნორმალურია?
ჯუღელმა თქვა, ალბათ შემცირდება 3 ლარიო.
1 ლარიც რომ გახადონ, 40 ლარის გადახდა მოუწევს იმ კაცს და 38 ლარი რომ აქვს პენსია, როგორ იარსებოს?