კითხვები მაქვს და ვიფიქრე ცალკე თემას გავხსნი თქო, რადგან შეიძლება ჩემს გარდა სხვასაც დააინტერესოს..
პირველი კითხვა:
1. ჭრილობის შემთხვევაში როგორ გამოიყენება იოდის ხსნარი?
პასუხი: ჭრილობის ნაპირების და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად.
მე მაინტერესებს: რატომ თავად ჭრილობა არ შეიძლება დაამუშავო?? ან საერთოთ რატომ მიდამოები და არა თავად ჭრილობა?
მეორე კითხვა:
ხერხემლის დაზიანების დროს რა დახმარება ნდა გაეწიოს დაშავებულს?
პასუხი: დავაწვინოთ დაშავებული ზურგზე. სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში.
მე მაინტერესებს: ბალიშის გარეშე რომ დავაწვინო? ან გვერდზე რომ დავაწვინო სწორ და მაგარ ზედაპირზე? რა მოხვდება?

უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს რა.

მესამე შეკითხვა:
თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, დაშავებულს უნდა აღმოვუჩინოთ შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარება:
პასუხი: დავაწვინოთ დაშავებული გვერდზე და გადავიყვანოთ ასეთ მდგომარეობაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მე მაინტერესებს: რატომ ზურგზე არა? რატომ ბალიში არ ამოვუდოთ?! მოერე პასუხში, რომელიც არასწორეა იქ წერია, რომ ნიშადურის სპირტი ვასუნთქოთო და ნიშადურის სპირტი რა შემთხვევაში უნდა ასუნთქო დაზარალებლს საერთოდ? კიდევ წერია, რომ დავუზილოთ სახე და მკერდი ცივი წყლითო და ასევე ეს რა შემთხვევაში უნდა გააკეთო???
ჯერ დამეხმარეთ და გამარკვიეთ. დანარჩენ კითხვებს შემდეგ დავსვამ..
საერთოდ ეს თემა მაინც პირველად სამედიცინო დახმარებაზე იყოს.. საჭირო რამ არის და ბევრმა არაფერი არ იცის ამის შესახებ..
იმედია ადმინი არ დამიხურავს თემას..

დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.