აქა-იქ მომხვდა თვალში რეცენზიები ამ თამაშზე და გარკვეული აჟიოტაჟი სტრატეგიების მოყვარულთაგან. ვერსად ვნახე ტორენტი და ბოლოს მივათხლიშე 18 უსდი, რაც ალბათ ყველაზე დიდი ფასია რაც თამაშში გადამიხდია ბოლო 15 წელია მაინც, მაგრამ კაპიკიც არ მენანება
https://store.steampowered.com/app/1154840/...ying%20features დიდი ხანია ასეთი ჩამთრევი, ღრმა და უცნაური თამაში არ მითამაშია. ერთადერთი Distant Worlds მახსენდება ამ სირთულის, სიღრმის და ერთი შეხედვით დამაბნევლობის (Dwarf Fortress არ მითამაშია, ამიტომაც არ ვადარებ). 60 საათი სტიმზე ისე დამიგროვდა 3 დღეში, როგორც არაფერი. ღამის 5 საათზე ვიძინებ
მოკლედ, სტრატეგიების მოყვარულთათვის - აუცილებლობა თამაშია. ვორგეიმიცაა, 4X-იც და გრანდ სტრატეგიაც ეუროპა უნივერსალის და კრუზეიდერ კინგსის სტილში (ამ უკანასკნელთან პერსონაჟების სისტემა აქვს საერთო, თუმცა ჯერჯერობით ისეთი დახვეწილი არაა, როგორც ცკ-ში.)
მაგარი გრაფიკის და მარტივი ინტერფეისის მოლოდინში ნუ იქნებით, ოღონდ. აქ მთავარია გეიმპლეი და ჩათრევა.


This post has been edited by Ar-Pharazôn on 8 Apr 2021, 22:00