უეფას თასის ფინალი თბილისში?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სურვილი, შესაძლოა, რეალობად იქცეს. შესაბამისი განაცხადი უეფაში უკვე გაგზავნილია და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 2010 ან 2011 წლების უეფას თასის ფინალის მასპინძლობაზე აცხადებს პრეტენზიას. რეკონსტრუქციის შემდეგ ეროვნულ სტადიონს მართლაც შეუძლია მაღალი დონის მატჩების მასპინძლობა, მაგრამ ევროთასის ფინალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, სხვადასხვა კრიტერიუმია დასაკმაყოფილებელი, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმროების სიმრავლეც. “თბილისსა და მის შემოგარენში არაერთი თანამედროვე სასტუმროა და მალე მათ რამდენიმე ახალი ობიექტიც დაემატება. გვაქვს თანამედროვე აეროპორტი და რკინიგზის სადგური. იმედია, უეფა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს, მაგრამ თუ 2011 წლის ფინალი არ “გვანდეს”, ბრძოლას მომდევნო წლების საგზურისთვის გავაგრძელებთ”, - აცხადებენ ფედერაციაში.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmროგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია?
მართალია ბოლო ხანებში უეფას ფინალში საშუალო დონის გუნდები გადიან, მაგრამ ასეთი სანახაობებით არ ვართ განებივრებული, ამიტომ თუნდაც მხოლოდ საფეხბბურთო კუთხითაც ძალიან კარგი იქნებოდა, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ