საქართველოს კონსტიტუციამუხლი 101
1. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.
2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია.
ეროვნული გვარდიის ისტორია:ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს. ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა.
2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან ა.შ.შ –ს ევროპული სარდლობისა და გენერალ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები),საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
ეროვნული გვარდია სამომავლოდ გეგმავს რეზერვისტთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას და რეგიონებში თითო ბატალიონის საგანგებო სიტუაციებში საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებისათვის მომზადებას.
* * *
საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ1. სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.
2. ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.3. სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად:
ა) აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა;
ბ) ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;
გ) ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება.
მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება
27-დან 40 წლის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის
მუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება1. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან:
ა) ქალები;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;
გ) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;
დ) პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები;
ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები;
ზ) მოსამართლეები;
თ) პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური;
ი) საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები;
კ) დიპლომატიური თანამდებობის პირები;
ლ) სასულიერო პირები;
მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები;
ნ) საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური. მუხლი 9. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადებაპირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება, თუ:
ა) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ბ) იგი პატრონობს შრომისუუნარო, თავის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, რადგან მას არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
გ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
დ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ე) იგი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე;
ვ) ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ სამუშაოსთან.
ზ) იგი არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. (11/07/2007 N5241)
* * *
კანონი
http://guard.mod.gov.ge/index.php?page=4&lang=0#საიტი
http://guard.mod.gov.geეროვნული გვარდიის სამორიგეო
ტელ: 75-26-42
ელ ფოსტა: guard@mod.gov.ge