გაუმარჯოს პოლიტიკოსებს!
მოგეხსენებათ, ფერად რევოლუციებს არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლების შესაცვლელად ერთ-ერთ ვერსიად მაინც რევოლუცია მოიაზრება.
ადვილია ძირითადი მასის ორგანიზაცია, ქუჩაში დარაზმვა და ნიჭიერი ორატორის მიერ ხალხის ექსტაზში შეყვანა.
მაგრამ უზარმაზარი დილემის წინაშე დგას ეს საკითხი.
რადგან რეალურად,საქართველოში არ არის გამოკვეთილი ისეთი პოლიტიკური ძალა,პარტია თუ ლიდერი რომელიც შეძლებს აღმოფხვრას ეკონომიკური და სოციალური დაბრკოლება, რომელიც ზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას/თანასწორობას ,პიროვნების სრულფასოვან განვითარებას და ა.შ
ასე რომ ჩემის აზრით რევოლუციის მოწყობა ამ ეტაპზე გამორიცხულია!(თუ თქვენ თვლით რომ გვყავს შესაბამისი პოლიტიკური სპექტრი,რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის მართვას,დაწერეთ)
ვარიანტი 2.
როგორც მე ვიცი საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს,მოქალაქეების უიარაღოდ და მშვიდობიანად შეკრების უფლებას.
თუნდაც ამ ფორუმზე, აშკარად არის მცირე ნაწილი მოაზროვნეებისა, რომელთაც გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის ვიდრე აქ პოსტვაა.
ანუ შევიკრიბოთ ჩვეულებრივი მოქალაქეები და ვაიძულოთ ახლანდელი ხელისუფლება, ტუალეტში ისწავლოს კუჭის გასუფთავება და არა ჩვენს თავებზე.
გავაგებინოთ ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანოებს ,მთელს ევროპას რომ ჩვენთან
ბინის მესაკუთრეუბის უფლება ხელშეხებულია.
აწესებენ სრულიად უაზრო და გაუმართლებელ გადასახადებს.
სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები, მკვლელები არიან.
არაეფექტურად ებრძვიან ნარკობიზნესს,ევროპის აფთიაქებში რეგალურად ნაყიდ 8-10 ევროაინ პრეპარატის გასაღებაზე (სუბოტექსი)10 დან15 წლით ვირის აბანოში უშვებენ რეალიზატორებს.
პატიმრებით გავსებულია ციხეები,რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს, სააკაშვილის, იურისპრუდენციული განათლების დამადასტურებელი, უნივერსიტეტების ჩამონათვალთა ნუსხა, ბლეფია.
თუმც სამართლის მეცნიერების ცოდნა კიარა ქართული ლიტერატურის ცნობილი შედევრები არამგონი წაკითხული ჰქონდეს.
სააკაშვილმა თავისი რესურსები უკვე ამოწურა, ქვეყანას რთული სათქმელია რა პოლიტიკური რეჟიმი უჭირავს რეალურად,უფრო - ავტორიტარული!
ერთპიროვნული მმართველობის მხვრივ კი ჰაიტის ქვეყანას არ ჩამოუვარდება.
P.S

საკვირველია.. ერთი ტრაწიანი სომეხის გახსნილ თემაში, დაახლოებიტ 10 წუთის შემდეგ, ერთსულოვნება იყო და ყველა კბილებით იცავდა ქვეყნის ღირსებებს.
მაგრამ როცა უსამართლობასთან ბრძოლაა საჭირო,ყველა დუმს რატომღაც..
ნაადრევი პესიმიზმი უნდა გამოირიცხოს, "მაინც არაფერი არ გამოვა" ყველაზე მცდარი პოზიციაა, განვითარებული ქვეყნის მცხოვრები დიახაც,საღამოობით ნეთისთვის მიიცლის , ფოტოგანწყობისთვის ატვირთავს ძუძუებგადმოყრილი მდედრის ფოტოებს და სხვადასხვა ქვეყნის დროშებს, მაგრამ .........
ჯერ ჩვენ ყველას, განურჩევლად რასისა და ეროვნებისა, საქართველოს მოქალაქეებს , ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი, ვიბრძოლოთ საკუთარი ასევე მთლიანი ხალხის მატერიალური და სულიერი პროგრესის მიღწევისთვის.
მერე კი პრობლემა არ არის ნეთში გართობა...
თქვენ რა იდეა თუ მოსაზრება გაქვთ დაიცვათ შელახული საზოგადოებრივი ღირსება?
"ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა....."