მე მაქვს ანაბარი და ყოველი წლის ბოლოს ქარს მოაქვს ჩემთვის ამ თანხის პროცენტი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიყენებ.
წინა წელს დაბადების დღეზე მომიტანა ასევე ქარმა საკმაოდ კარგი თანხა რომელიც საკმაოდ ჭკვიანურად გამოვიყენე.
მინახავს ბევრი ადამიანი რომელიც მუშაობს მუშაობს და შემდეგ იმ ფულს ქარს ატანს!
შემთხვევით არაფერი ხდება და ერთ დღეს თუ ქარმა მოგიტანა რამე ამ მოტანას თავისი მიზეზი აქვს და შემდეგ შენზეა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად გამოიყენებ.
ვუმუშავე, ავიღე ხელფასი და წავედი და დოლჩე-გაბანას აჩკები ვიყიდე 700 დოლარად და უფ რა მაგარი ვარ, ჩემი შრომა გამოვიყენე.- სისულელე, აი ესაა ქარს გატანება ფულის. დაქირავებული მუშა რომ 700 ლარს გადაიხდის აჩკებში.
აქ არ არის ქარზე ან წვიმაზე რამე დამოკიდებული
აქ ცხოვრების პრინციპებზეა საქმე.
დამოკიდებულება არის ცოდვა და არა ის რომ სიგარეტს ბოლი გასდის და მწვადს კარგი სუნი აქვს.
Urindangerმორჩი შენ რაღაც თვითვემებს
როცა დადიოდი ეკლესიაში მაშინაც იყავი ფანატიკოსი
ლაპარაკობ ერთია და აკეთებ მეორე
ადამიანი როდესაც ლაპარაკობს 7% ამბობს მხოლოდ სიტყვებით.
თამაშობ თამაშობ და სად მიგაქვს ეს ფული?
თუ აგროვებ და შემდეგ გინდა რაიმე საქმისთვის გამოიყენო ეს სხვაა
და თუ აჩკებს ყიდულობ 700 დოლარიანს ეს სხვა
მატერიები, ფინანსები და ა.შ. ეს ყველაფერი მოგვარებული უნდა გქონდეს რომ დაიწყო ადამიანმა სულიერ სამყაროზე ფიქრი.
მე როცა არ მქონდა კარგი ხელფასი და უამრავი გადასახადები რომელიც აღემატებოდა ჩემს ძალებს, მაშინ მე დავრბოდი სამსახურის საშოვნელად და ფულზე ვფიქრობდი, ამ დროს არ მქონდა არც სურვილი არც დრო და არც ხალისი იმის რომ დავმჯდარიყავი და სულიერებაზე მეფიქრა.
როდესაც გაქვს ყოფითი პრობლემები, გშია და არ გაქვს სახლი, მასინ ძნელია იფიქრო სულიერებაზე.
საქართველოშია ეს მომაკვდინებელი სენი რელიგია და ნაკურთხი და ზიარება და ღმერთმა დაგლიცოს და ელოდებიან ღმერთს როდის ჩამოუგდებს მაღლიდან ფულებს და მწვადებს და ამან გააგიჟა ხალხი.
მიდიან ეკლესიაში ეხვეწებიან ღმერთს კარგ სამსახურს, მოდიან სახლში ზიან და ელოდებიან როდის მიიწვევს ვინმე კაბინეტში, არ მოდის არც ღმერთი და არც კაცი და არ ეძახის ამათ კაბინეტში და მერე არიან მხეცებივით და ერჩიან ადამიანები ერთმანეთს.
თვითგვემას მოეშვი
თამაშობ თამაშობ და იმ ფულს ქარს ნუ გაატან
მოაგროვე
დაიწყე სხვა საქმე
და შემდეგ უფრო გექნება დრო რომ მიუბრუნდე საკუთარ სულიერ სამყაროს.
ეს ასე არ არის ეხლა უნდა მწამდეს ღმერთი და უცებ ვიწამე
ვინც ბრმად წამობს ღმერთს ეს ხალხი ფანატიკოსია
ღმერთი უნდა დაინახო
და თუ დაინახე ერთხელ
არ არსებობს არ მიყვე მის გზას.
და ამ გზიდან უკან აღარავინ ბრუნდება.
მე არ გეუბნები რომ ყველა მიდის მონასტერში ბერად და მონაზვნად.
საერო ცხოვრებაშიც შესაძლებელია ემსახურო ღმერთს და არა მხოლოდ იმიტომ რომ ის ღმერთია არამედ იმიტომ რომ შენ ეს სიამოვნებას განიჭებს.
და საერო ცხოვრებაში ღმერთის სამსახური არ არის ყოველდღე ეკლესიაში სირბილი, გადატყავებული მუხლები და ღმერთმა დაგლოცოს ძახილი.
საერო ცხოვრებაში ღმერთის მსახურია სიმშვიდე, სიწყნარე როგორც გარეგანი ასე შინაგანი და შენი საქმის კეთება.
არც ერთხელ არ ვარ ნაზიარები და არც ვაპირებ ჯერჯერობით, მიუხედავად იმის რომ მე შემიძლია ჩემი თავი ავიყვანო და მივათრიო იქ სადაც მინდა და ის გავაკეთებინო რაც მინდა. მე ვარ ადამიანი რომელმაც შეუძლია საკუთარ თავს ბევრი რამე დააძალოს და გააკეთებინოს მაგრამ იძულებით, იძულებით!
და ეს იძულება არის ყოველთვის ყალბი დამიჯერე
და სიყალბე ღმერთთან არ გამომადგება ვიცი!
იძულებით სიყვარული მე არ გამიგია!
''სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე...''
ესაა ყველაზე დიდი შეცდომა და ტანჯვა თავს აიძულო ვინმე გიყვარდეს, თორემ ეკლესიამდე მისვლა რა პრობლემაა.
ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად რომლებიც ვაჭრობენ ბირჟებზე აქციებით, და საკმაოდ წარმატებულადაც და საკმაოდ დიდი შემოსავალიც აქვთ, ისინი არ ვაჭრობენ მხოლოდ მიტომ რომ აიღონ ფული, ეს მათი პროფესიაა და წარმატება მათთვის იზომება ფულად ერთეულში, წარმატებისთვის კი ბევრს შრომობენ, სწავლობენ აზროვნებენ და ა.შ. მოწყობილი აქვთ კომფორტი ყავტ ოჯახები და შვილები და ამ ფულით და ტავიანთი გამოცდილებით და დამოკიდებულებიტ ასწავლიან შვილებს ცხოვრებას და შრომას - რა არის ამაში ცუდი?
საკმაოდ მშვიდი წყნარი ცხოვრება ქვთ გარეგანიც და შინაგანიც და ისინი ამით კმაყოფილები არიან და ბედნიერები და უყვართ საკუთარი თავიც და სხვა ადამიანებიც, და თავიანთი შრომა და სოციალური სტატუსი აძლევთ საშუალებას დაეხმარონ სხვებსაც, დაეხმარონ ანუ ასწავლონ ცხოვრება და არა გაუწიონ დათვური სამსახური.
ამასი მე ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ასევე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც დარბიან ეკლესიებში და მინიტორულად ქადაგებენ ღმერთზე, 1 ოთახიან ბინაში 7 სული ცხოვრობენ და ერთმანეთის ჭამა გლეჯის მეტს არაფერს აკეთებენ.
შენ თამასი გასწავლის ლოგიკურ აზროვნებას და ალბათობის თეორიებს, რაც ძალიან საჭიროა ასევე ბირჟებზე ვაჭრობისათვის
დააგროვე ფული, ისწავლე უცხო ენა (მგონი იცი კიდეც) და გადაბარგდი ამ სფეროში, იყიდე აქციები, გაეცანი ამ სფეროს და გაიფართოვო უფრო ცოდნა, იმუშავე შენთვის წყნარად, გექნება შემოსავალიც და გაიზრდები პიროვნულადაც გაგიფართოვდება ცოდნა და შემდეგ იარე ეკლესიაში და იფიქრე შენს სულიერებაზე ეზიარე და ა.შ.
არაა საჭირო ყველას ქონდეს ქადაგების ნიჭი
ვიღაცას აქვს მონიტორულად ლაპარაკის ნიჭი
ვიღაცას აქვს ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური ნიჭი
შენ რა და რისი ნიჭიც გაქვს ის გამოიყენე და აუცილებლად შეგიწყობს ღმერთი ხელს რომ იყო წარმატებული.
როდესაც გასტაბილურდება შენი ფინანსური მდგომარეობა
შემდეგ იწყებ უფრო ფიქრს ცოდნის გაფართოვებაზე და შინაგან სულიერ სამყაროზე.
ეს საკუთარ თავზე გამოვცადე
3 წლის წინ რომ ავიღე პირველი დიდი ხალფასი, იმ ღამით ვერ დავიძინე სიხარულისაგან
მეორე თვეს გამიხარდა მაგრამ დამეძინა
მესამე თვეს იგივე
მეოთხე და მეხუთე თვეს ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა
მეექვსე თვეს უკვე უბრალოდ გამახსენდა
მეშვიდე თვეს უკვე აღარ ველოდებოდი თვის ბოლოს
მერე საერთოდ დამავიწყდა
და ასე გაგრძელდა სამი წელი
ახლა ბოლო 9 თვეს ამონაწერი არ მქონდა გაკეთებული ბანკიდან
3 დღის წინ გავაკეთე და პრემია და საახალწლოდ მე 13 ხელფასიც დამრიცხვია.
და მერე?
შარშან ზაფხულში ვიგრძენი რომ მიუხედავად იმის რომ ჩემს ანგარიშზე ყოველთვე საკმაოდ კარგი თანხმა ირიცხება მე მაინც სულიერად თავს ვგრძნობ ძალიან ღარიბად და მჭირდება სულიერი ზრდა და პროფესიული
ამიტომ ავდექი და ამ ჩემი ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა დავიწყე იმ ადამიანისთვის ვინც მასწავლის როგორ განვაგრძო ცხოვრება ისე რომ არ დავკარგო ცხოვრების აზრი ანუ განვაგრძო სულიერი შინაგანი ზრდა და მივცე ჩემს შინაგან რესურსს სწორი მიმართლუება.
ანუ ეს მე ვიგრძენი მაგრამ სხვანაირად მაშინ როდესაც ფინანსურად გამისტაბილურდა მდგომარეობა.
არსად არ მეჩქარება
დავიწყე შინაგანი სიმშვიდის ძიება და წარმოიდგინე ჩემდა საწინააღმდეგოდ ამ ყველაფერს ღმერთისაკენ მივყავარ, სულ რომ არ მეგონა.
7 თვე გავიდა უკვე
შეიძლება კიდევ 4 წელი დამჭირდეს, მაგრამ არსად არ მეჩქარებ.
ჯობია მე 4 ან 10 წელი დავხარჯო იმისათვის რომ მივიდე ბოლომდე შინაგან ჰარმონიამდე ანუ ღმერთამდე, ვიდრე დღეიდან დაწყებული მთელი ცხოვრება მუხლებგადატყავებულმა და ნაზიარებმა ვიკითხო მონოლოგები და მოვუწოდო ხალხს რწმენისაკენ.
მე აქ ვხედავ ცხოვრების აზრს და ფილოსოფიას და არა იმაში რომ ვინმეს ვუქადაგო ღმერთის არსებობა ან არ არსებობა.
ან მაგალითად დათიკოსავით როგორც მორწმუნე და ამპარტავანმა ადამიანმა რეპლიკების სროლოთ შემოვიფარგლო.

მე უბრალოდ გიხსნი ერთი ჩემს მაგალითზე ერთი როგორც ჩვეულებრივი მოკვდავის, საიდან და როგორ იწყება ღმერთის რწმენა, და მე ეს დასკვნები არ გამომიტანია მარტოს, საკმაოდ ბევრ ჭკვიან და ნაწავლ ადამიანს შევხვდი და მათ გამიზიარეს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და დამანახეს ბევრი რამე სხვანაირად.
This post has been edited by Annabell on 8 Mar 2015, 17:32