#5445933 · 27 Apr 2007, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მღვდლის როლზე უკვე არის აქ თემა მაგრამ ამჯერად სხვა კუთხით მინდა შევხედო ამ ღვთის მაშვრალთა როლს და კერძოდ: ეკლესიის და მათ ურთიერთდამოკიდებულებას.
ხშირად გამიგია მოწადინე მრევლისადმი რჩევა: თუ ესა თუ ის ღმრთის მსახური მას ზედმეტად აუხერხულებს (მაგალითად თვიურის დროს ეკლესიასი შესვლას უკრძალავს, სამოსს უკონტროლებს, და ა.შ.) ამ მხევალმა სხვა მღვდელი იპოვოს.
კითხვა გამიჩნდა ამის თაობაზე. განა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანი ორგანიზაცია არაა სადაც მღვდლის დოგმატურ შეხედულებებს ერთი საყოველთაო კოდექსი აწესრიგებს. მაში როგორ შეიძლება ერთი მსახური ანებებდეს ეკლესიაში თვიურიანის შევლას, მეორე - მხოლოდ ზღურბლთან დგომას, მესამე - სრულ განურჩევლობას.
როგორ ჯდება ასეთი მღვდელკერძოებრიობა ეკლესიის დოგმატურ ზეობრიობაში, რომელიც წესით ერთიან მიმართულებას უნდა აძლევდეს მის ყველა წევრს?
|