_rekusoშეურაცხმყოფელი შეიძლება არც ცალკეული ფრაზები იყოს, არც სიტყვები, მაგრამ მთლიან კონტექსტურ ერთობლიობაში იყოს შეურაცხმყოფელი. აბა ასე რა გავიგოთ და როგორ განვსაჯოთ, როდესაც წარმოდგენა არა გვაქვს, რაზე იყო რეალურად იმ თემაში ლაპარაკი?
რაც შეეხება, აქვს თუ არა მოდერატორს თვითნებობის უფლება, მაგაზე ვიტყვი: მოდერატორს აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, ხოლო იუზერს აქვს ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება. თვითნებობა ძალიან არაადეკვატური და ბუნდოვანი ტერმინია ამ შემთხვევაში. მოდერატორი არ არის სამხედრო პირი, რომელიც მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კოდექსს მიყვება -- მას ხშირად უწევს ზოგადი წესების ინტერპრეტაცია სიტუაციის მიხედვით. შეიძლება ბრალი დასდო მას არასწორ ინტერპრეტაციაში ან, თუ რამე, მიკერძოებაში. თვითნებობა კი ისაა, როდესაც სერჟანტი გეუბნება, 20 "ატჟიმანიე" გააკეთე, შენ კი "ი.ნ.ხ.შ.ყ."-ს პასუხობ.