ავტორი: ლევან მროველი
სათაური: "სატანის მახვილი" (როგორც სამუშაო სათაური)
ჟანრი: მისტიკა/თრილერი
ასაკობრივი რეიტინგი: 15+
გამომცემელი: Antiproduct
ყრდა: რბილი
ამჟამად იდება პირველი რამდენიმე თავი. ტექსტი იდება ჯანსაღი კრტიკისათვის და შენიშვნებისთვის.
თუ ჩათვლით რომ გაგრძელებამ დაგაინტერესათ, მოგვიანებით შემდეგ თავებსაც დავდებ
2006 წელი 11 ივლისისარეკლამო რგოლის შემდეგ თოქ შოუს მეორე ნაწილი დაიწყო
- მეორე ნაწილში, როგორც ანონსიდან შეიტყობდით, ქალაქში მომრავლებული პარანორმალური მოვლენების შესახე ვისაუბრებთ. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ცნობილი ექსტრასენსი, ქალბატონი ნათელა ამისულაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი ნათელა
კადრში 60 წლამდე, მსუქანი ქალი გამოჩნდა, თვალების უპეებზე შემოვლებული წითელი საღებავი გადამდგარ მასხარას ამსგავსებდა.
- ის არის - ჩაილაპარაკა გაგამ და ლუდის ბოთლს თავსახური მოაძრო - ვნახოთ, ვნახოთ, რამდენ ხანს დატკბება პირველი და უკანასკნელი საჯარო აღიარებით
- მადლობთ სტუდიაში მოწვევისათვის. დღეს, როცა ადამიანი ისე მარტოა, როგორც არასროს, ექსტრასენსებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გვენიჭება. ჩვენ შეიძლება იქთვას ერთადერთნი ვართ, რომლებსაც ხალხსითვის სიმართლის თქმის ძალა შეგვწევს
- და რა არის სიმართლე? - ჩაერია წამყვანი
- ქალაქში სატანის პირსისხლიანი აჩრდილი დადის!!! ლუციფერიანთა დასის მეორე რანგის დაცემული ანგელოზი.
დარბაზს ნერვიულმა ხმაურმა გადაუარა. ექსტრასენმა იდაყვში მოხრილი მარჯვენა ასწია და განაგრძო
- ეს ჭორი არ გეგონოთ...მე შემიძლია დაგისახელოთ ერთი პიროვნება, მან რამდენიმე კვირის წინ მატარებელში საკუთარი თვალით ნახა ადამიანი, რომელსაც სახეზე სისხლიანი სვასტიკა ჰქონდა გამოსახული. გთხოვთ ფაშისტურ სვავსტიკაში ნუ აგერევათ, იმ ადამიანის სახეზე გამოსახული ნიშანი, მრადიულ წრებრუნვას აღნიშნავს, რაც იმას ნიშნავს რომ დედამიწაზე კიდევ ერთხელ დაისადგურებს ქაოსი, შიში, მდინარეები სისხლით შეიღებება. სამწუხაროდ ღმერთი ვეღარ გვიშველის. ის სატანამ დაამარცხა
დარბაზში სიგიჟე დაიწყო. ვიღაცეებმა არეული ხმით გალობა დაიწყეს, ვიღაცა აბღავლდა, გაფითრებული წამყვანი ტუჩებს ილოკავდა. სიგიჟეს წერტილი მოულოდნელმა გასროლამ დაუსვა. შუბლ გახვრეტილი ექსტრასენსი გულაღმა გადავარდა.
- იცის საქმე, საჭირო დროს ისროლა - ნაღვლიანად გაიცინა გაგამ და ლუდი მოსვა.
მის უკან, კედელზე გაკრულ სიაში მეხუთე ნომრით აღნიშნული მსხვერპლი უჩინარმა ხელმა წითლად გადაშალა
1999 წლის 18 ოქტომბერისაგულდაგულოდ დაგეგმილი მატჩი წვიმამ ჩაუშალათ. ყველა სადარბაზოს შეეფარა. იქიდან უყურებდნენ როგორ ივსებოდა გადაჩიჩქნილი სტადიონი ტალახითა და წვიმის წყლით. მეოთხე კორპუსელების კაპიტანი, გაგა მაისურაძე, სადარბაზოს კართან ახლოს იდგა და დაინახა, როგორ გამოვიდნენ, მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოდან დედამისი, მამა და უფროსი ძმა, სიკვდილის პირას მყოფი ნათესავის სანახავად მიდიოდნენ.გაგა საღამომდე მეზობელთან უნდა ყოფლიყო, თუ ძალიან დაიგვიანებდნენ იქვე დაიძინებდა. უცბად გვერდში ჰაერის ძლიერმა ნაკადმა დაარტყა , თითქოს ვიღაცამ ჩაუქროლა და გარეთ გავარდა, მამამ მანქანის კაპოტი დაახურა, მოტრიალდა და გაგას ხელი დაუქნია
”ნეტა ასე შორიდან როგორ დამინახა?” გაიფიქრა გაგამ
- ოთხი ხდება, მალე დაღამდება - თქვა დათომ
- ერთ პარტიას მოვასწრებთ
- ვნახოთ
ზუსტად სამ საათ ნახევარში, ე.ი. რვის ნახევარზე კორპუსს ორი სასწრაფოს მანქანა მოადგა, საიდანაც ქალის, კაცის და 15-16 წლის ბიჭის გვამები გადმოასვენეს.
გაგა ტალახიანი სტადიონის შუაში იდგა, იღლიაში ბურთი ჰქონდა ამოჩრილი და გალუმპული ღმერთს ეხვეწებოდა, სამყაროს ტრიალი შეეწყვიტა და ერთერთი საკაციდან გადმოყრილი ქერა კულულები დედამისის არ ყოფილიყო.
2006 წელი 12 მაისიშ.პ.ს. ”დესპანი - საერთაშორისო გადაზიდვები” გაგამ ოფისის კარი გააღო და კოლეგებს ხელის აწევით, უხმოდ მიესალმა, შემდეგ კედელზე გაკრულ რუკებთან მივიდა და ევროპის სხვადასხვა ქალაქზე დასობილ წითელ თავიან ქინძისთვებს - მისდამი დაქვემდებარებულ ტვირთებს დაუწყო ძებნა
- დღეს რა სერიოზული ხარ - გაუცინა ოფის მენეჯერმა
- ვერ ვარ ჯანებზე - უპასუხა და გრაფიკს ჩახედა
- რა გჭირს?
- ჯიხვის ნაღველი
- ჰა?
- დედიშენის, შემეშვი რა, ვერ ვარ კარგად
ოფის მეჯერი, მიუხედავად ოფის მენეჯერობისა, მაინც კაი ბიჭების და იყო, თვითონაც გამტრაკებელი და მთელი ამბები. ჩვეულებრივ დედამისის ცუდად მახსენებელს საძმოს დააყენებდა, მაგრამ გაგასგან დედამისის ხსენება ცოტათი ესიამოვნა კიდეც. მას ხომ ბავშვობიდან მოსწონდა გრძელთმიანი, ქერა ტიპები, მარჯვენა ყურზე პატარა საყურეთი.
გაგამ სიგარეტი ამოიღო
- ვინმემ მომიკიდეთ
- რა ვიცი რა ვიცი, ოფისში მოწევა არ შეიძლებაო და.... - შინაგანაწესის სადარაჯოზე დადგა ჯეკო, იგივე ჯემალა
- ხოდა შენ ნუ მოწევ - ნება დართო გაგამ - მომიკიდებთ?
- ეხლავე სიხარულო
ოფის მენეჯერმა თავისი ხელით მიართვა ასანთი
- მაინც არ მესმის ერთი კაცის გულისთვის რვა კაცი რატომ უნდა ვიწამლებოდეთ - ფაქტობრივად მეტაფიზიკაში გადავარდა ნიკო
გაგამ ცალი თვალით გახედა - იმიტომ რომ უვიცი ხარ და ”სამი მუშკეტერი” არ წაგიკითხავს, გადაყევი არა ტვალეტში ხელცქვიტობას?!
- მე მაქვს წაკითხული, მერე რა? - დაინტერესდა გუკა, ერის კაცობაში გურამი
- მერე ის რომ ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, გასაგებია მამას გიჟო?
ოფისი მჭმუნვარე ფიქრებს მიეცა. მათი ტვინები გრაფიკებისგან, ტვირთის მიღება ჩაბარებისა და ვერბალური ანანიზმის მსგავსი სხვა აქტებისგან კატასტროფულად იყო დეგრადირებული.
კულტურის ორი წუთი ერთდროულად აზრიალებულმა ტელეფონებმა დაასრულეს. გაგა ყურმის დასწვდა - აგენტი მაისურაძე..დიახ...გასაგებია...დღესვე...კარგად ბრძანდებოდეთ.
ყურმილი დაკიდა, უკანასკნელი ნაფაზი დაარტყა, კვამლი რგოლებად ამოუშვა და ხმადაბლა თქვა
- მივლინება გამიფორმეთ, ტვირთს უნდა დავხვდე ბათუმში - შემდეგ კი დამთხვეულივით იღრიალა - YOU ARE IN JUNGLE BABY!!!
მოულოდნელობისგან ნიკომ პირში გაჩრილი კალამი ჩაკბიჩა, დანარჩენებიც ისე დაიზაფრნენ პროტესტის გამოხატვა მხოლოდ შინაგანად მოახერხეს
////////
- კუპეში მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია
- არის უფროსო
- ბათუმში ჩამოდიხარ ხო?
- ნამდვილად
- მაშინ ბედნიერი მგზავრობა, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს
გაგამ თავი დაუქნია, არ მომერიდებაო. გამცილებელმა ოფლიანი შუბლი ქუდით მოიწმინდა და კუპიდან გავიდა.
დერეფნის მიღმა სუსტად განათებულ ბაქანზე ცივი სასმელების გამყიდველი დაბორიალობდა. სადღ იყო წიგნებში აღწერილი სადგურის იდილია, თვალცრემლიანი გამცილებლები, ჰაერში აფრიალებული თეთრი ცხვირსახოცები, უკანასკნელი შეძახილი, რომ ჩახვალ მოიწერე, აუცილებლად მოვიწერები...
მატარებელი ზანტად აიძრა. გაგამ კუპის კარი ჩაკეტა და სიგარეტს მოუკიდა, რომ არ მოეწია მოკვდებოდა. მძიმეა იმის შეგრძნება რომ არავინ გაცილებს. არ გაცილებს არა იმიტომ რომ ვერ მოიცალეს, არა, უბრალოდ გამცილებელი არავინაა.
კასპამდე ეწეოდა და ლუდს სვავდა. კასპში ცოტა ხანს გაჩერდნენ. არავინ ამოსულა, არც ჩასულან, მხოლოდ ცივი სასმელების გამყიდველმა ჩაიარა დერეფანში - ბორჯომი, ლიმონათის - ძახილით. გაგამ მაგიდის ქვეშ შეწყობილ ბოთლებს შეხედა და კუპის კარი გამოაღო.
- ალო, ბიძა, ცარიელი ბოთლები ხომ არ გინდა?
- მაჩუქებ? - დაეჭვდა დერეფნის ბოლოში გასული მოხუცი
- მოდი კაცო წაიღე,
მოხუცი სწრაფი ნაბიჯით წამოცუხცუხდა გაგას კუპისკენ
- ეგერ, მაგიდის ქვეშაა
მოხუცი ცარიელ ტომარაში ყრიდა ბოთლებს გაგამ დერეფანში, მისგან ზურგით მდგარი ბიჭი რომ დაინახა. ქერა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა, კუბოკრული პერანგი ეცვა, ზუსტად ასეთი პერანგი ერთხელ დედამ გაგას უყიდა.
”გამონაცვალი იქნება, ბიძამისის ან მამამისის ნაქონი” დაასკვნა გაგამ, კუპის კარი კიდევ ერთხელ ჩაკეტა და უზეწარო თაროზე გადაწვა. ლუდს საშინლად მოეთენთა. თვალები ებლიტებოდა, ჩაძინებამდე დერეფანში ნანახ ბიჭზე ფიქრობდა .... ”ალბათ უბილეთოდ მგზავრობდა, შემომეყვანა მაინც მარტო ვარ...”
ტაძარი გმინავდა. მლოცველები საჭიროზე ხმამაღლა ცდილობდნენ ღმერთისთვის სათქმელი გაეგებინებინათ. საკურთხევლის წინ, სვეტზე იდაყვით მიყრდნობილ მამაოს ასტრალში გასული მედიუმივით მიელულა თვალები და მობილურით მომავალი ნათლობის დეტალებს აზუსტებდა.
გაგა ხმაურმა, საკმევლის მძაფრმა სუნმა, მლოცველთან მოჭორავე სანთლების გამყიდველის ყაყანმა ადგილზე გააშეშა. იგრძნო თავბრუ ეხვეოდა.
სულ მეორედ იყო ეკლესიაში. პირველად ძალიან პატარა ბებიამ მოიყვანა. ცხენოსანი წმინდანის წინ დაჩოქილი ბებია წყნარი ბუტბუტით ოჯახის კარგად ყოფნას შესთხოვდა. გაგას ცალი თვალი მოეჭუტა და მოციმციმე სანთლის ალს უყურებდა. უცბა მოეჩვენა, რომ მხედარმა შუბი შემართა და გაგასკენ გამოიშვირა.
- ბე, წავიდეთ რა - ამოილაპარაკა დამფრთხალმა
- წავალთ შვილო, ცოტა ხანს მოიცადე
- არა ეხლავე მინდა წასვლა
- ეშმაკი ხომ არ მოგელანდა რა იყო შვილო?
- წავიდეთ - შეტრიალდა, ტაძრის მძიმე კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. ეზოში მოსახვედრად 6 საფეხურიანი კიბე უნდა აეარა. პირველი სამი საფეხური სირბილით აიარა, მეოთხეს ფეხსაცმლის წვერი წამოკრა და უეჭველი ბეტონის ფილებზე დაასხავდა ტვინს, ვიღაცას მკლავზე რომ არ ეტაცა ხელი
- ფრთხილად მეგობარო - გაუღიმა თეთრწვერა მოხუცმა
- მადლობთ - მოხუცს წამით შეავლო თვალი და ჭიშკრისკენ გაიქცა
ეხლა, ამდენი წლის შემდეგ, ღვთის სახლი განწირული ხალხის თავშესაფარს ჰგავდა, რომლებიც ერთმანეთსაც არ დაინდობენ ოღონდ კი ცხონდნენ.
ინსტიქტურად ჯიბისკენ წაიღო ხელი სიგარეტისთვის, მერე გაახსენდა სადაც იყო და იმავე ხელით უკანალი მოიფხანა. რამ მოიყვანა....სულ სხვაგან აპირებდა წასვლას, გონება დაძაბა, ვერაფრით გაიხსენა სად მიდიოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ეკლესიაში მოსასვლელად ისწრაფვოდა....
- აქ უქმად დგომა არ შეიძლება - გამოსძახა სანთლების გამყიდველმა
- მამაოს ნახვა მინდა - დახლთნ მივიდა გაგა
- მამა აკაკი ნათლობაზე ყავთ წაყვანილი, მამა ნავროზი საქმეზეა გასული, მამა ლუკა წეღან აქ იყო - სვეტისკენ გაიწვდინა კისერი - ა, მამა ლუკაც წასულა
- სხვა არავინ არის? - აშკარად გული დაწყდა
- ფასები თუ გაინტერესებს, პრეისკურანტი ეგერ კუთხეშია გაკრული
- არა მადლობთ, ერთი სანთელი მომეცი
- 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი, ლარიანი, ორ ლარიანი და ხუთ ლარიანი გვაქვს, რომელი გინდა?
- 20 თეთრიანი მომეცი
მლოცველებს შორის ძლივს გაიკვლია გზა და ცხენოსანი წმინდანის ხატთან მივიდა.
ოქროსფერ შანდალზე სანთლები მაშინდელივით ნაზად ციმციმებდნენ. წმინდანის გამოსახულებას მიაშტერდა, რომელიც მოულოდნელად შემოტრიალდა და ცხენი საწინააღმდეგო მიმართულებით გააჭენა . გაგამ შიშისგან შეკივლა,
- რამე მოგელანდა შვილო? - მის წინ თეთრწვერა მოცუხი იდგა...სწორედ ის თეთრ წვერა მოხუცი
- არა, უბრალოდ სანთელზე თითი დავიწვი
- გავიგე, მამაოს კითხულობდაო....
- დიახ, თქვენ..?
- მამა ნიკოლოზი გახლავართ
- სასიამოვნოა - გაგა დაიბნა, არ იცოდა მღვდლისთვის ხელი ჩამოერთვა თუ უბრალოდ, თავაზიანად გაეღიმა, ბოლოს გაღიმება გადაწყვიტა - იცით, დიდი ხანია ვაპირებ მოსვლას
მღვდელმა გაგებით დაუქნია თავი
- უბრალოდ მაინტერესებს,ვისაც ღმერთი უყვარს, ღმერთსაც უყვარს ისინი?
- ღმერთს ჩვენ ყველანი ვუყვარვართ
”ტყუილად მოვედი. სტანდარტული ფრაზების იქით ვერ ქაჩავენ”
- უცნაური სიყვარული ცოდნია თქვენს ღმერთს...
- ჩვენს ღმერთს....
- არა მამაო, ღმერთი ჩემი ვერასდროს იქნება, ის პირსისხლიანი ნაბიჭვარია, რომელმაც ოჯახი ერთ დღეს დამიღუპა. ისინი ყველანი ღრმა მორწმუნეები იყვნენ, საპასუხოდ კი მანქანაში გამოიხრუკნენ. მადლობთ...!
”პასუხს ვერავინ გამცემს. პასუხი არ არსებობს. ღმერთი ან ზღაპარია, ან ადამიანთა სიცოცხლით მოთამაშე ნაბიჭვარი”
მძიმე კარი ზურგსუკან გამოიხურა, პირველი სამი საფეხური აირბინა, მეოთხეს ფეხსაცმლის წვერი წამოკრა და ბეტონის ფილებს შუბლით დაასკდა.
ტკივილმა გამოაღვიძა. კუპის იატაკზე ეგდო თავგასისხლიანებული.
”სიზმარი ყოფილა - ჭრილობაზე ცხვირსახოცი მიიდო, ალბათ გადმოვარდნინას ჩამოარტყა - დაგიჯვი ინტელექტუალურ სიზმრებზე”
წამოდგა.
მატარებელი ბნელ მინდორზე მიდანდგარებდა. უახლოესი სადგური წესით კიდევ ორ-სამ საათს არ გამოჩნდებოდა.
სიზმარზე ფიქრობდა. ყველა მორწმუნე ღირსია, ღმერთისგან სიყვარულის სანაცვლოდ იგივე მიიღონ, რას მისმა ოჯახმა მიიღო. იქნებ მერე მიხვდნენ როგორი მყრალი ტყულით ისულელებენ თავს
სისხლმა ცხვირსახოცში გამოჟონა.
”ეს უკვე პრობლემაა. ვინმეს უნდა დავურეკო....ვის ეცოდინება სისხლის შეჩერების საველე მეთოდები...ვინ არის სულით მოლაშქრე...”
ასეთი ვერავინ გაიხსენა. ბოლოს ისევ ნატოსთან, ოფის მენეჯერთან გადაწყვიტა დარეკვა, ერთდერთან, რომელსაც ნებისმიერ დროს გაახარებდა მისი ხმის გაგონება.
მობილური რომ ამოიღო ნახა დათოსგან მესიჯი მოსვლოდა.
”ნინო ავარიაში მოყვა. ფეხი მოაჭრეს” ეწერა მესიჯში
ნინო...მათი საერთო ნაცნობი....თითქმის და....ავარია...ფეხი მოაჭრეს....? პირში ჩასული სისხლი ენით მოიწმინდა და დათოს ნომერი აკრიფა
- ალო, შე ჩემა, რა მოხდა?
- .....
- ვინ იყო?
-. ...
- მაგათი დედას ......-ცი, რა ვერ დაინახეს ბლინ?
- ......
- კაი ბიჭო, მე ხვალ დილით ვიქნები თბილისში, ნინოს უთხარით, მაგრად იყოს
- .....
- მაშინ როცა გონზე მოვა
თურმე ანდრია პირველ წოდებულის სახელობის ეკლესიაში მიდიოდა. ანდრიაბოასთნ დაკავშირებით ღამის ლოცვებს უნდა დასწრებოდა. მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილმა მანქანამ გაიტანა. პატრულიც იქვე ყოფილა, თუმცა ნომერი ვერ დაინახეს.
”კიდევ ერთი მსხვერპლი - პირიდან სისხლი გამოაფურთხა - პირველივე ეკლესიაში უნდა შევიდე და ხატებს სათითოდ მივაფსა”
მატარებელმა შეკივლა და დადგა. სრულ სიჩუმეში მუსიკის მჭახე ხმა გაისმა. მძიმე, ენერგიულ კომპოზიციას უკრავდნენ. მელოდია ეცნობოდა. მუსიკა უცბად შეწყდა. ჰაერში დამწვრის სუნი დატრიალდა. გაგამ კუპის კარი გამოაღო. დერეფნის ფანჯრიდან აბრიალებული ხეები ჩანდა, რომლებიც უჩრდილოდ იწოდნენ.
მატარებელი აიძრა. აბრიალებული ხეების რიგი უკან დარჩა. გაგა გაოგნებული იდგა. ვერც გრძნობდა ჭრილობიდან წამოსული სისხლი სახეს როგორ უღებავდა.