ე.ი. ხელშეკრულება გვაქვს დაცვის კომპანია ,,ალიგატორთან''.
წუხელის, ჩვენი ორგანიზაციის კუთვნილ ერთერთ ობიექტზე, ძარცვის მცდელობა იყო. ეს ობიექტი დაცვაზე ჩაბარებულია ზემოთ ხსენებულ დაცვის კომპანიასთან. ობიექტი აღჭურვილია დარტყმის, მსხვრევის, მოძრაობის, ხანძარ საწინააღმდეგო დეტექტორებით. ჩვენი ინიციატივით, (კიდევ კარგი) შუშებზე გავაკარით მსხრევის საწინააღმდეგო ფირი. ქვის დარტყმით ჩატეხეს შუშა, მერე მცდელობა ჰქონდათ რომ შესულიყვნენ შიგნით, მაგრამ ვერ შეძლეს შუშაზე გაკრული წებოვანა ფირის გამო. ,,ალიგატორის'' მესვეურებს არც გაუგიათ არაფერი. არ იმუშავა არანაირმა სიგნალიზაციამ, არადა ობიექტი დაცვაზე იყო აყვანილი. დილით მეზობელმა შეგვატყობინა მომხდარის შესახებ. ალიგატორს ეძინა!!!

ამ დოყლაპიებთან აღარ გვინდა საქმის დაჭერა.
თხოვნა; თუ იცით ვნმემ რაიმე მირჩიეთ ნორმალური სოლიდური დაცვის ორგანიზაცია.
წინასწარ გიხდით მადლობას...
This post has been edited by MSN on 30 Nov 2008, 13:56
როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი, ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი.