მოკლედ, დღეს, სადღაც 5 საათისთვის კონსერვში მაგარი ამბები იყო, ჯერ იყო და სართულის მორიგეებმა გარეთ გამოგვყარეს ყველანი - გიამ დაგვირეკა და სასწრაფოდ შენობა დაცალეთო და ატყდა მთელი ბაზარი - ხალხი ჩაცმა-ჩაცმით ჩამორბოდა კიბეებზე, ერთი ამბავი იდგა, თან საწყალი სართულის მორიგეები ბოლო უნდა გამოსულიყვნენ : ))) ხოდა იდგა ერთი კარებების ჩაკეტვა, შუქის ჩაქრობა და რია-რია. ბოლო-ბოლო, გარეთ რომ გამოვლაგდით ყველანი, ძაღლიც მოვიდა, ბრძნული და გულისგანმგმირავი სიფათი ჰქონდა დაყენებული და თქვა, ახლა შენობა 24 საათით უნდა დაიკეტოს და თუ ამ 24 საათში და შენობა და გვერდით სახლები არ აფეთქდა, ზნაჩიტ გადავრჩითო. აზრზე ხართ, ხალხნო ???
მიმაგრებული სურათი