ვიწყებთ რეგისტრაციას იტალიის ჩემპიონატისათვის!
ტურნირი ჩატარდება თურქეთის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, საფრანგეთის და გერმანიის ჩემპიონატების ანალოგიური პირობებით.
ძირითადი წესები საიტზეა განთავსებული :
http://fifa-geo.narod.ru/თუმცა, იმის გამო, რომ წესების ჩამონათვალი საკმაოდ დიდი გამოვიდა, მოკლედ აგიხსნით ტურნირის სტრუქტურას.
ა) ტურნირი ტარდება ერთი კონკრეტული ქვეყნის კლუბებით (ანუ თამაშდება ამ ქვეყნის ჩემპიონის და თასის მფლობელის ტიტულები);
ბ) ერთნაირი კლუბებით თამაში აკრძალულია;გ) ტურნირი ტარდება
იტალიის კლუბებით (მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობა 32 იქნება);
დ) გათამაშდება იტალიის ჩემპიონატი (ორ ეტაპად, ჯგუფურ-წრიული შერეული სისტემით) და თასი (ოლიმპიური სისტემით);
ვ) გუნდების განაწილება - შედგება სია, რომელიც გამოავლენს DRAFT-ში მონაწილე მოთამაშეების თანმიმდევრობას (დაწვრილებითი წესები მოცემულია საიტზე). DRAFT-ში მოთამაშეები განსაზღვრული თანმიმდევრობით აირჩევენ კლუბებს.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის წესებს, აქ ყველაფერი სტანდარულადაა - ვთამაშობთ 6-6 წუთიან ტაიმებს, მასპინძელი ჰოსტავს და ირჩევს სტადიონს;
- თამაშის გათიშვის შემთხვევაში მატჩი თავიდან ირთვება და გრძელდება იმდენი წუთი, რამდენიც იყო დარჩენილი თამაშის ბოლომდე გათიშვის მომენტში. დასაშვებია 2-3 წუთის დამატება (როგორც დამატებითი დრო), მაგრამ ამაზე წინასწარ უნდა შეთანხმდეთ. დროის დამთავრების მომენტში თამაში წყდება, არა აქვს მნიშვნელობა გუნდი შეტევაში იმყოფება, ბურთს კარგავს თუ არა და ასე შემდეგ;
- თამაშის დროს დასაშვებია შეცვლები და ტაქტიკური ცვლილებები;
- ტურები ძირითადად იქნება ორდღიანი. თუ ამ ვადაში მოთამაშეებმა ვერ მოილაპარაკეს შეხვედრაზე, მათ ეძლევათ ერთი დამატებითი დღე (შემდეგი ტურიდან). შესვენებები ტურებს შორის აღარ იქნება. ამ დამატებით დღეში მასპინძელი 18:00 საათამდე ვალდებულია დანიშნოს თამაშის დრო (წინააღმდეგ შემთზვევაში მას წაგება ჩაეთვლება). თამაშის დრო შეიძლება იყოს დამატებითი დღის 22:30, 23:00, 23:30 ან 24:00 მასპინძლის სურვილის მიხედვით. ვინც თამაშზე 15 წუთზე მეტს დააგვიანებს, ავტომატურად ჩაეთვლება წაგება! ზედიზედ ორი არგამოცხადების გამო გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან და მას ყველა დარჩენილ შეხვედრებში ჩაეთვლება წაგება!;
- თანაბარი ქულებისას პირველ რიგში მხედველობაში მიიღება ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები, შემდეგ ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ბურთების სხვაობა, შემდეგ ურთიერთშეხვედრებში გატანილი ბურთების რაოდენობა, ხოლო შემდეგ, თუ საქმე ეხება ან ჯგუფიდან გასვლას და ან საპრიზო ადგილებს, დაინიშნება გადათამაშება. სხვა შემთხვევაში მხედველობაში მიიღება საერთო ბურთების სხვაობა, ხოლო შემდეგ - გატანილი ბურთები. ამ ყველაფრის ტოლობის შემთხვევაში დაინიშნება კენჭისყრა.
გთხოვთ, ვინც ვერ იძლევა ტურნირის შუა გზაზე არმიტოვების და სტაბილურად თამაშის გარანტიას, ნუ ჩაეწერებით -აცალეთ აქტიურ მოთამაშეებს თამაში!
რეგისტრაციისათვის ამ თემაშივე გამოთქვით თქვენი სურვილი და
(ყურადღება - აუცილებელია!!!) დაწერეთ, რომ ეთანხმებით საიტზე მითითებულ წესებს. თან მიაქციეთ ყურადღება, რომ წესებში ცვლილებებია შეტანილი (დამატების სახით).
მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღებას მოვრჩებით, ყველა მოთამაშეს მოვთხოვ დაასახელოს თავისი ახლობლები, რომლებიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ. ბოლო ჩემპიონატში შემოღებული სიახლე ახლობლებს შორის პირველივე დღეს თამაშების ჩატარების შესახებ ძალაში რჩება.