კარები ფეხის კვრით გააღეს. უცნობი ტიპი სამზარეულოში შემოვიდა, დაჯდა და განაცხადა:
- აქ მყუდროება არ იგრძნობა. და... - გადაწვდა ჩაის ჭიქას და მოსვა - აი, თქვენი ჩაი დავლიე - ნაგავია! მეტი ფერი უნდა გექნათ. შაქარი კიდევ - ნკალები.
ბინის პატრონი ამ ყველაფრისგან ცოტა არ იყოს გამოლენჩდა და ჩაილუღლუღა:
- მე ესე მიყვარს ჩაი... რა ხდება აქ, ჰა? ვინ ბრძანდებით?
- მე მოვედი, რათა გითხრათ, რომ მე თქვენ არ მაინტერესებთ. გესმით თუ არა თქვენ? მე აბსოლუტურად ფეხებზე მკიდიხართ თქვენც და ყველაფერი, რაც აქ არის. მაინც არ გაქვთ არაფერი საინეტერესო. მხოლოდ პათეთიკა. ვითომ გემოვნება. და მეტი არაფერი. ეს შპალერი უგემოვნოა, ეს ავეჯიც.
- ვინა ხართ ბოლო-ბოლო? რას აკეთებთ ჩემს სამზარეულოში?
- აი!!! ხედავთ!!!! კვლავ ეს პათეთიკა!!! თქვენ არ გესმით, რომ მე მიმიფურთხებია თქვენზე და თვენ კიდევ თქვენი რეპლიკებით მბურღავთ! მიმიფურთხებია!
- დამშვიდდით, დაწყნარდით! მესმის - თქვენ გკიდიათ.
- ნუ მამშვიდებთ! თქვენ გგონიათ, შეძლებთ ჩემს მწყობრიდან გამოყვანას? ვერ მოგართვით! თქვენ - არაადეკვატური ხართ! ისტერიკას ნუ ტეხავთ!!! თქვენ მხოლოდ სიმართლე გითხრეს!! მე ასე ვფიქრობ! გასაგებია? როდისღა ისწავლით სხვისი აზრის პატივისცემას?
- იცით, ალბათ ჯობია, რომ წახვიდეთ. ჩვენ არ გამოგვდის საუბარი.
- აი! მე ხომ ვამბობდი! ვინ ხართ, რომ მითითებთ, დავრჩე თუ წავიდე?
- მაპათიეთ, მაგრამ ეს ჩემი ბინაა.
- რომ არ გდომებოდათ, რომ მე აქ მოვსულიყავი, კარებს დაკეტავდით! მაგრამ კარი ღიაა. ისე, თქვენი ბინაც ვერ არის კარგი. უგემოვნოა. არ მომწონს მე თქვენთან. არც არაფერია სანახავი.
- მოიცათ! რატომ აიღეთ თაროდან ჩემი ქუდი?
- მადლობა უნდა მითხრათ ამისთვის! თქვენი ქუდი - ბანძურია. დიდი ხანია მოდიდან გადავიდა! რომ არ გდომებოდათ, რომ მე თქვენი ქუდი ამეღო, კარებს დაკეტავდით! გასაგებია? მადლობა უნდა მითხრათ, თქვენი ქუდი რომ ავიღე!
- მაგრამ... როგორ... დადეთ ქუდი და გაეთრიეთ!!!
- მიმიფურთხებია თქვენი ქუდისათვის! თქვენზეც მიმიფურთხებია! თქვენ - არარაობა ხართ! თქვენ ხართ სრული დეგენერატი. კი ბატონო, მივდივარ თქვენგან! არცერთი ნორმალური ადამიანი არ დარჩება თქვენ ბინაში! არც არაფერია სანახავი! საზიზღრობაა!
იგი ადგა, გავიდა შემოსასვლელში, თან მალულად თვალს ადევნებდა, თუ რა ხდებოდა სამზარეულოში. გზად დროდადრო გაჰყვიროდა “საზიზღრობა!! სისულელე!! ვინ უსმევს ბუტერბროდს კარაქს ესე!!!”
ავტორი: frumich
წყარო:
http://humor.niksite.ru
Per ardua ad astra...
http://www.gogelia.ge
http://www.gemug.ge
http://www.go.ge