თეისტურ-ათეისტური ხლეჩა, რა თქმა უნდა, ტერმინოლოგიის სიღრმეებამდეც ჩადის. აქ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი დაკვირვებები, როგორ ვუთარგმნოთ და გავაგებინოთ ერთმანეთს ამგვარი სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები (ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია იუმორის გამოყენება, უკეთესი გამომსახველობისათვის).
მაგალითებს მოვიყვან:
ადამიანი _ რეალურად არსებული კაცი, ქალი ან ბავშვი, ჰომო-საპიენსი, გააჩნია მრავლობითი ფორმა (ხალხი) და იერარქია; ასე ჰქვია იმიტომ, რომ ვითომდა მოდის მითიური პირველი კაცის, ადამისაგან.
ანგელოზი _ წარმოსახვითი, არარსებული მაგიური კაცი, ქალი ან ბავშვი, რომელიც ღმერთზე უფრო სუსტია, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო ძლიერი, გააჩნია მრავლობითი ფორმა და იერარქია.
ამინ _ შელოცვის დადასტურება, იგივე ოკეი, ენტერი
არგანი _ ქრისტიანული ჩუგლუგის სახეობა, წარმოადგენს ძალაუფლების სიმბოლოსაც
ბზობა _ ბზების გენოციდის ეროვნული დღე
გარდაცვალება _ სიკვდილი, ფეხების გაჭიმვა
ეკლესია _ ქრისტიანული საკულტო ნაგებობა, გადატანით მთელ ქრისტიანულ თანასაზოგადოებაზეც ამბობენ
ეშმაკი _ წარმოსახვითი, არარსებული მაგიური კაცი (შეიძლება ქალი ან ბავშვიც იყოს?), რომელსაც ყველაფერ ცუდს აბრალებენ, გააჩნიათ მრავლობითი ფორმა და იერარქია
ზიარება _ სასიკვდილოდ ქრისტიანის მომზადების მაგიური რიტუალი
კურთხევა _ თანხმობის მაგიური რიტუალი
ლიტანია _ ეკლესიის გარშემო შემოვლის მაგიური რიტუალი, შეიძლება თან ახლდეს მაგიური ბუტბუტი
ლიტურგია _ ქრისტიან ქურუმთა მაგიური რიტუალი, თან ახლავს ქორეოგრაფიული და ვოკალური ელემენტები
ლოცვა _ მაგიური ბუტბუტი, რომლითაც ქრისტიანი ცდილობს არარსებული მაგიური კაცი დაიხმაროს თავისი რაიმე დადებითი მიზნების შესრულებაში
მადლი _ წარმოსახვითი მაგიური სუბსტანცია, რომელსაც სითხის თვისებები აქვს (დის, გადმოდის)
მარხვა _ ქრისტიანული უხორცო დიეტა, წელიწადში დაახლოებით 200 დღეა
მიკონება (იგივე მირქმა) _ ქრისტიანის შეყვანა საკულტო ნაგებობაში მეორე ქრისტიანის მიერ ხელში აყვანილ მდგომარეობაში, ძირითადად კაცს შეჰყავს კაცი, ამ ილეთის შესრულებას სჭირდება ფიზიკური ძალა მეორე ქრისტიანის მხრიდან.
მირონი _ ძირითადად მცენარეული ფისები, რომელთაც გააჩნიათ მკვეთრი სუნი
მირონცხება _ მცენარეული ფისების წასმა ჰომო-საპიენსის სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე
მეტანია _ ქრისტიანული სუბორდინაციის რიტუალი, შეიცავს ფიზკულტურის ელემენტებს
მკრეხელობა _ დაუშინებელი ან გაუფრთხილებელი სხვა რელიგიის წარმომადგენელის ან ათეისტის ბუნებრივი ქცევა და საუბარი
მონათვლა _ ქრისტიანად ინიციაციის მაგიური რიტუალი, ძირითად სუბსტანციად იყენებენ წყალს (H2O)
მხეცი _ გადატანით გულისხმობენ მთავარ ეშმაკს (იერარქიის მეთაურს)
მხეცის რიცხვი _ 666, რომელსაც მაგიურად უფრთხიან ქრისტიანები
პირჯვარი _ ქრისტიანული თავდაცვითი მაგიური რიტუალი, შეიცავს ფიზკულტურის ელემენტებს
საბეჭური _ ქრისტიანი ქურუმის საშუალოზე დიდი ზომის ჯვარი, შეიძლება გამოყენებული იქნას სასროლ ან მჩხვლეტავ-მჭრელ იარაღადაც
საზვერე (საბაჟო) _ წარმოსახვითი მითიური დაბრკოლებები მკვდარი ქრისტიანის გონებისთვის სამოთხის გზაზე
სათნოება _ ქრისტიანული მოჩვენებითი ალტრუიზმი, რომელიც აუცილებელია ქრისტიანის სამოთხეში მოსახვედრად
საიქიო _ სიკვდილის შემდეგ წარმოსახვით სხეულისგან მოწყვეტილი გონებების თავშესაფარი, ძირითადად მოიცავს გზას, სამოთხეს და ჯოჯოხეთს. ზოგი ქრისტიანის აზრით, სალხინებელსაც
სალოსი _ ქრისტიანობის სახელით ალოგიკურ საქციელთა ჩამდენი
სალხინებელი _ საშუალო ღირსების მკვდარი ქრისტიანების წარმოსახვითი გონებების თავშესაფარი, საიდანაც ისინი შემდეგ გადაინაცვლებენ სამოთხეში
სამოთხე _ კარგი მკვდარი ქრისტიანების წარმოსახვითი გონებების თავშესაფარი, სადაც განსაკუთრებით კარგი კლიმატური პირობებია
სამშვინველი _ ფილტვები
სული _ გონება
უფალი _ იხილე ღმერთი (მონოთეისტური)
ღმერთი (მონოთეისტური)_ წარმოსახვითი, არარსებული მაგიური კაცი, რომელსაც ყველაფერს ერთად აბრალებენ, ცუდსაც და კარგსაც (წესით, არ უნდა გააჩნდეს მრავლობითი ფორმა, მაგრამ ძველ აღთქმაში მრავლობითი და მხოლობითი ერთმანეთის ტოლძალოვანია, ხოლო ქრისტიანული ღმერთისათვის ანუ "ახალ აღთქმაში" სამი და ერთია ტოლძალოვანი)
ღმერთი (პოლითეისტური) _ ბუნების რომელიმე რეალურად არსებული ძალის გაპიროვნება ან აბსტრაქცია
ცხება _ წარმოსახვითი მაგიური სუბსტანციის მიღება პირდაპირ ქრისტიანული ღმერთისგან
ცხონება _ ქრისტიანის გონების "გადარჩენა" იმ მხრივ, რომ ის მოხვდეს სამოთხეში და არა ჯოჯოხეთში
წირვა _ ქრისტიანული მსხვერპლშეწირვის რიტუალი
წმინდა _ მატერიალური სამყაროსთვის უსარგებლო
წმინდანი _ მატერიალური სამყაროსთვის უსარგებლო კაცი ან ქალი
წყევლა-შეჩვენება _ უარყოფითი შინაარსის მქონე მაგიური ღრიალი, რომლითაც ქრისტიანი ცდილობს არარსებული მაგიური კაცი (ან კაცები, ეშმაკების ჩათვლით) დაიხმაროს თავისი რაიმე უარყოფითი მიზნების შესრულებაში
ჯოჯოხეთი _ მკვდარი ცუდი ქრისტიანების და არაქრისტიანების წარმოსახვითი გონებების თავშესაფარი, სადაც განსაკუთრებით ცუდი კლიმატური პირობებია
This post has been edited by ლაბარნა on 12 May 2015, 15:22
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)