დღეს ვიყიდე ბოლო 4 ცალი 30 ლარიანი ბილეთი და ძლივს გამოვასწარი რიგში უკან მდგომებს, 8 კაცი იდგა და ყველას 30-იანი უნდოდა, არადა 4-ღა იყო დარჩენილი და ისიც მე ავიღე

40-იანები არ ვიცი დარჩა თუ არა, თავდებოდა, 10, 20 იასნია აღარაა

ხოდა რავი, 8-ში მანდ ვარ და მეორედ ვნახავ გალიანოს. შარშან მაგარი იყო ძალიან, იიიფფფფ რა მაგარი!!!
P.S. დღეს იყო სიტუაცია იმენა გავიფხრიწე სიცილით, მივედი სალაროსთან და ხალხია შიგნით, რიგი და რამე, ხოდა ვიღაც ორი ბებო გამოდის ენერგიული ნაბიჯებით, ერთი ეკითხება მეორეს,
პირველი - "რაო, რაო?"
მეორე - "რაო და 10-დან 100 ლარამდე ღირს ბილეთებიო და 30-ს ქვევით დარჩენილი აღარააო! არა ნუ გაგიჟება შეილება!"
პირველი - "და ვისი კონცერტია?"
მეორე - "ვიღაც გალიანოსი, რა ვიცი მე, სახელი ვერ დავიმახსოვრე"
პირველი - "ხოოოო..."
მეორე - "არა, ვიღაც აკარდეონისტის კონცერტში 30 ლარი როგორ უნდა მივცე!!!"