სადაც კი ვნახავ png იკონკებს ყველა ჩემს კოპში აღმოჩნდება ხოლმე თვალის დახამხამებაში, მოკლედ თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ამათგან ათ პროცენტს ან ვიყენებ ან არ მაგრამ მაინც მინდა რომ მქონდეს ბლომად კოლექციები, რატომ ? იმიტომ რომ უბრალოდ ლამაზია.
თუმცა. . .
შეამჩნევდით რომ ასეთი ინტეფეისის მქონე პროგრამები დღეს ბლომად არის ინტერნეტში და როცა მაგათ ვუყურებ, მოწონებასთან ერთად ყოველთვის ირთვება ქვეცნობიერი წინააღმდეგობის გრძნობა რომ ეს არის მხოლოდ თანამედროვეობაში ფართოდ გავრცელებული პრინციპის ასახვა - რაც შეიძლება დიდი პიარი და შინაარსი ჭირსაც წაუღია.
ხშირად ცნობილ პროგრამათა, ახალი ვერსიები წინა ვერსიებისგან მხოლოდ ლამაზი იკონკებით განსხვავდებიან

ნუ კიდევ მაქსიმუმ 5 პროცენტი ფუნქციონალობა.
(ის სხვა საქმეა თუ კი იკონკებს მიეცემათ რამე ფუნქციონალური დანიშნულება ანიმაციის ან სხვა ფორმით - ამაზე არ ვლაპარაკობ)
მოკლედ უბრალოდ მაინტერესებს როგორ ფიქრობენ ჩემი კოლეგები ამასთან დაკავშირებით, იმედია სტატისტიკის პუნქტების აზრი გასაგებია.
მე პირადად არც ერთს ვანიჭებ უპირატესობას და არც მეორეს ეს სუფთად გემოვნების საკითხია.