#54335371 · 8 Mar 2019, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგენი ისედაც ყოველთვის ათეისტები იყვნენ. ქრისტიანობაც გულით არ მიიღეს, მხოლოდ პრაგმატული მოსაზრების გამო მიიღეს. ნათლობის შემდეგ ისევ წარმართებად რჩებოდნენ. რელიგიურები არც წარმართობისას იყვნენ მაინცდამაინც. მხოლოდ მათი მცირე ნაწილი იყო რელიგიური, ისინი ვინც ვიკინგობდნენ. ვიკინგობისას სკანდინავიის მოსახლეობა მილიონზე მეტი იყო. ნორვეგიაში 400 ათასი და შვედეთში 800-900 ათასი კაცი ცხოვრობდა. დანიაში ნაკლები იქნებოდა, მაგრამ მაშინდელი დანია დრევანდელი გერმანიის ტერიტორიებსაც მოიცავდა ასე რომ 300-400 ათასი მანდ იცხოვრებდა. გამოდის რომ მილიონნახევარზე მეტი იყო მოსახლეობა და ყველაზე მაქსიმალური რაოდენობის ჯარი რაც კი შეუკრებიათ იყო 10 ათასი. მაგათი მარბიელი რაზმები 100-200 მეომარი იყო, ინგლისი კი სულ 3 ათასმა კაცმა დაიპყრო. ესე იგი რა გამოდის, ოდინის ფანატიზმით მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი იყო შეპყრობილი, ხოლო დანარცენი მშვიდობიან ფერმერულ ცხოვრებას ეწეოდა და სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ვალჰალაც და ოდინიც. იგივე გააგრძელეს ქრისტიანობის მიღების შემდეგ და ბოლოს მთლად გაათეისტდნენ
This post has been edited by tebulooo on 8 Mar 2019, 13:57
|