ლეღვთახევში ყველა დადიოდა,ვისაც აინტერესებდა...იქვე, ვარჯიშისას იცნობდნენ უფრო გამოცდილ და პროფესიონალ ალპინისტებს და ნელნელა ჯდებოდნენ იმათ სასტავში და გრაფიკში....
ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მოხდა....
1999-ში,უნივერსიტეტიდან წავედი მყინვარწვერზე...წავედი იტალიელი გოგოს გამო,რომელიც თბილისში გავიცანი და იმ პერიოდში ერთად ვცხოვრობდით და სულ ერთად ვიყავით....
და მაშინ დავიჭირე მაგ ყველაფრის მუღამი....
მერე ის გოგო იტალიაში წავიდა,მე კი გავაგრძელე საქართველოს მთიან რეგიონებში სიარული,ის კი ალპებში დადის...დღემდე გვაქვს მომიწერ-მოწერა და ახლო ურთიერთობა...
მთა და მეკლდეურობა ისეთი რამეა,სადაც აუცილებლად უნდა გყავდეს გვერდზე ისეთი ადამიანი,ვისაც ენდობი და ანდობ საკუთარ სიცოცხლეს...კლდეზე ცოცვისას ამ ადამიანს ხელში უჭირავს თოკი,რომელზეც კიდია შენი სოცოცხლე...
ყოფილა შემთხვევები (არა ფილმებში) როდესაც ერთმანეთის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე შეუდვიათ სასწორზე...
მთაში და კლდეზე "მე" ან "შენ" არ არსებობს...იქ არის "ჩვენ"...
ზამთარში მთაში წასვლის გარდა,ცოცვა შეიძლება ლეღვთა ხევში,სადაც ძალიან ცივა და დიდ გამძლეობას მოითხოვს,და მანეჟში...ვაკეში და დიდუბეში...
ზეგ უნდა ავიდე ვაკის მანეჟში და გავარკვევ ყველაფერს...
ჯგუფებს ამეცადინებდა გიორგი კომახიძე,საკმაოდ გამოცდილი და მრავალთანრიგიანი მეკლდეური....
ეუფ,რამდენი ვწერე....
ამ სურათში პირველად მივდივარ მყინვარწვერზე...
ტითქმის მთლიანად "აბალაკოვის" აღჭურვილობით,რომლის ყველაზი დიდი მინუსი დიდი წონა იყო
This post has been edited by jorjika on 25 Nov 2007, 22:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)