პატივი მერგო გამეხსნა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის თემა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ადამიანზე თემა ვერ ვიპოვე ამ ფორუმზე და მეც ავდექი და გავხსენი

( თუ მეშლება და სადმე არის ეს თემა, ბოდიშს ვიხდი და ალბათ მოდერი არ დამსჯის

)
მაშ ასე.
სახელი/გვარი : პაოლო მალდინი
დაბადების თარიღი : 26 ივნისი
დაბადების ადგილი : მილანი
სიმაღლე : 1.86-მ
პოზიცია : ცენტრალური, მარცხენა მცველი
კლუბი : მილანი
ნომერი : 3
დებიუტი საკლუბო დონეზე : 1984 (მილანი)
დებიუტი სანაკრებო დონეზე : 1988-2002
ტიტულები:
სერია-ა ჩემპიონი : 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004
იტალიის თასი : 2003
იტალიის სუპერ თასი : 1988, 1992, 1993, 1994, 2005
ჩემპიონთა ლიგა : 1989, 1990, 1994, 2003
ევროპის სუპერ თასი : 1989, 1990, 1994, 2003
მსოფლიო საკლუბო თასი : 1989, 1990
მსოფლიო ჩემპიონატი : 1990 მე_3_ე ადგილი, 1994 მე_2_ე ადგილი.
ევროპის ჩემპიონატი : 2000 მე_2_ე ადგილი
ასევე შესულია ფიფას ყველა დროის საუკეთესო 100_ეულში
1995 წელს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში რიგით მე_2_ე იყო.
პაოლო მალდინი, ეს ის სახელია რომელიც არასდროს გაქრება,
16 წლიდან ის უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა.
მისი კარიერა მილანში დაიწყო და მილანშივე სრულდება.
თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ 23 ინნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისთვის უკანასკნელი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ ერთი წლით დარჩეს ფეხბურთში და კიდევ მოგვეცეს შანსი მისი მინდორზე ხილვისა.
40 წლის პაოლო დღესაც უმაღლეს დონეზე თამაშობს და არაფრით ჩამოუვარდება მასზე ბევრად ახალგაზრდა ვარსკვლავ მცველებს.
მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, არადა როგორ დაამშვენებდა მისი მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონის მედალი.
ბარეზის წასვლის შემდეგ იგი მილანის შეუცვლელი კაპიტანია.
2005 წლის 25 სექტემბერს სერია_ა _ში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით გადაუსწრო გინო ძოფის, ხოლო რამოდენიმე დღის წინ მალდინიმ თავისი 600_ე თამაში ჩაატარა სერია_ა _ში, ამას თუ მივამატებთ საერთაშორისო ტურნირების შეხვედრებს მათი ჩიფრი 750_ს სცდება.
ერთი სიტყვით მე ამით დავამთავრებ თორემ ამ ადამიანის მოღვაწეობის თავიდან ბოლომდე ახსნა შეუძლებელია, დანარჩენს თქვენ მოგანდობთ და ერთად გავამდიდროთ ეს თემა.
ძალიან გთხოვთ არ გავაOFFტოპიკოთ ეს თემა.
აბა ჰე, თემას გახსნილად ვაცხადებ
This post has been edited by triakella on 18 May 2007, 22:50
მიმაგრებული სურათი